in

მაიკროსოფტმა Bing AI-ის საჯარო ვერსია აამოქმედა

ჯერ კიდევ თებერვალში Microsoft-მა პირველად წარმოადგინა Bing-ის განახლებული საძიებო სისტემა. კომპანია მომხმარებლებს ჰპირდებოდა, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ის მოწინავე პოზიციას დაიკავებდა.

სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ კი განაცხადეს, რომ ინსტრუმენტმა 100 მილიონ ყოველდღიურ მომხმარებელს გადააჭარბა. აქედან მესამედი პირველად იყენებდა აღნიშნულ საძიებო სისტემას — თანაც იმ დროისათვის ვებგვერდი მხოლოდ ლიმიტირებულად მოქმედებდა კონკრეტული სატესტო ჯგუფისთვის. ხოლო ახლა ყველას შეუძლია Bing AI-ის გამოყენება, უბრალოდ, ამისათვის აუცილებელია, კომპანიის ბრაუზერში გახსნა.

როგორც CNN-მა აღნიშნა, ტექნოლოგიურ გიგანტს სურს, პროდუქტი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს, მიუხედავად გარკვეული უზუსტობებისა. ალბათ, მზარდი AI მოდელების ფონზე ისედაც ყველა შევეგუეთ, რომ ყოველთვის ყველაფერს სწორად ვერ იტყვის ხელოვნურად შექმნილი სისტემა. ამას მოწმობს მაიკროსოფტის შემთხვევაც: საძიებო სისტემასთან დაკავშირებით ბევრმა მომხმარებელმა გამოთქვა პრეტენზია, რომ ის აგრესიულ ენას იყენებდა, თუმცა დებიუტის დღიდან დღემდე ნახევარ მილიარდზე მეტი ადამიანი მოიხმარს მას.

გარდა ამისა, Bing Image Creator-ის მეშვეობით 200 მილიონზე მეტი სურათი შეიქმნა. მობილური აპლიკაციის ყოველდღიური ინსტალაციების რაოდენობა კი ახალი ვერსიის გაშვების დღიდან ოთხჯერ გაიზარდა.

უახლოეს მომავალში მაიკროსოფტი მრავალმოდალური ფუნქციების დამატებასაც გეგმავს — მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სისტემა უფრო პროდუქტიულად გამოიყენონ, შეინახონ ჩატის ისტორია და მრავალ სესიაზე შეძლონ ნავიგაცია.

როგორ ვმართოთ ცვლილებები საშუალო ბიზნესში?

„არ განელებულა, არ დავღლილვარ“ – მოხალისე სოფოს ბრძოლა უკრაინელებისთვის