in

რა სარგებელს მიიღებენ მარკეტერები Bing-ში AI-ის დამატებით?

როგორც ამბობენ, ხელოვნური ინტელექტი ტრანსფორმაციულ ცვლილებებს გვთავაზობს სარეკლამო ინდუსტრიაში, ცვლის ჩვენი მუშაობისა თუ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მაგალითად, ახალი Bing ძიების გამოცდილების სრულიად გარდაქმნას გვპირდება. დღეში თითქმის 10 მილიარდი საძიებო მოთხოვნიდან ნახევარი უპასუხოდ რჩება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ადამიანები მას იმისთვის არ იყენებენ, რისთვისაც თავდაპირველად შეიქმნა — თუნდაც, საძიებო ველი შესანიშნავია ვებგვერდების საპოვნელად, მაგრამ მეტად რთულ კითხვებთან თუ ამოცანებთან გამკლავება უჭირს.

საინტერესოა ისიც, რომ თებერვალში Microsoft პირველი ტექნოლოგიური ორგანიზაცია გახდა, რომელმაც გენერაციული ხელოვნური ინტელექტი საძიებო სისტემაში დაამატა, იმუშავა Open AI-სთან, რათა ChatGPT-ის საუკეთესო ნაწილი Bing-ის ახალ ვერსიად ექცია. ასე კი Microsoft არსებული ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებასა და ბიზნესების დახმარებას, რათა კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიონ. 

აღსანიშნავია, რომ ამ უახლესი ტექნოლოგიით რეკლამის განმთავსებლებს შეუძლიათ, მიიღონ წვდომა და დაუკავშირდნენ აუდიტორიას ახალი, შემოქმედებითი და სტრატეგიული გზებით, რათა კონკურენციას ერთი ნაბიჯით წინ გაუსწრონ. 

ახალი Bing და მომხმარებელთა ქცევა — ინსაითები რეკლამის განმთავსებლებისთვის

ხელოვნური ინტელექტის გამოჩენა იმას ნიშნავს, რომ ძიებისა და რაღაცების შექმნის პროცესი აღარასდროს იქნება იგივე. დღევანდელ სარეკლამო ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად ძიების სარეკლამო სტრატეგია უნდა განვითარდეს და არსებულ ცვლილებებს მოერგოს. AI-მდე რეკლამის განმთავსებლები კონკრეტულ საძიებო სიტყვებს იყენებდნენ სამიზნე აუდიტორიამდე მისაღწევად, რადგან, ტრადიციულად, ადამიანები პროდუქტის ან ბრენდის ძიებისას რამდენიმე კონკრეტულ სიტყვას მიმართავდნენ, მსგავსი ძიებების 70% 3 ან უფრო ნაკლები სიტყვისგან შედგებოდა…

დღეს კი მომხმარებლები Bing Chat-ში უფრო გრძელ, კომპლექსურ და ღია კითხვებს იყენებენ, შესაბამისად, რეკლამის განმთავსებლებისთვის გამოწვევას ქმნიან, მათი მოთხოვნა სამი სიტყვისგან კი არა, 2000 სიმბოლოსგანაც კი შეიძლება შედგებოდეს. თუმცა აქვე იკვეთება ხელოვნური ინტელექტის როლიც, მას ამ რთულ მოთხოვნებზეც კი შეუძლია რელევანტური პასუხის გაცემა. აქ რეკლამის განმთავსებლებს აღარ უწევთ იმაზე ფიქრი, თუ რამდენად მიაღწევენ კონკრეტული სიტყვებით სამიზნე აუდიტორიას… 

საინტერესოა კვლევის შედეგებიც — როგორც აღმოჩნდა, Bing Chat-ში მომხმარებელთა საძიებო ფრაზები უფრო მეტად ისეთ სიტყვებს შეიცავს, როგორებიცაა ყველაზე იაფი, საუკეთესო ან ყველაზე კარგი. ეს კი იმაზე მიგვითითებს, რომ მომხმარებლები Bing Chat-ს ისე ელაპარაკებიან, როგორც ჩვეულებრივ საუბრობენ.

ამგვარად, დღეს ბრენდებისა და სააგენტოებისთვის სარეკლამო სტრატეგიის ხელოვნურ ინტელექტთან ერთად შექმნა ჭკვიანური არჩევანია. მარკეტერებს შეუძლიათ, AI-ს მიერ გენერირებული სარეკლამო სათაურებიდან და აღწერილობებიდან სასურველი აირჩიონ, რომლებიც სწორედ ისეა შედგენილი, რომ პროდუქტი ან მომსახურება უკეთ გაყიდოს. 

მეტიც, შესაძლოა, რეკლამის განმთავსებლები სამსახურში გენერაციული ხელოვნური ინტელექტით მეტად პროდუქტიულებიც გახდნენ, თუნდაც ახლად გამოცხადებული Bing Chat-ით მეწარმეებისთვის და Visual Search in Chat-ის გამოყენებით. მოკლედ რომ ვთქვათ, გენერაციული AI ეხმარება ადამიანებს, გახდნენ უკეთესი რეკლამის განმთავსებლები…

,,გამოცადე ახალი ტექნიკა’’ – ალტაში Back to School კამპანია დაიწყო

„ხომლის მარანი“ — ლეგენდიდან ლეგენდარულ ღვინომდე