in

მაიკროსოფტმა Bing-ის საძიებო სისტემას ხმოვანი AI ასისტენტი დაამატა

გასულ თვეში მაიკროსოფტმა ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი Bing ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. ახლა კი ტექნოლოგიური გიგანტი საძიებო სისტემას AI ხმას ამატებს, რათა პოპულარული ჩეტბოტი კიდევ უფრო მეტად კონტაქტური გახადოს.

უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, მომხმარებლებს, რომლებიც Edge ბრაუზერს იყენებენ, AI მოდელთან საუბარი ხმოვანი ასისტენტივით შეეძლებათ. ამისათვის საჭიროა, უბრალოდ მიკროფონის ხატულას დააკლიკოთ ჩატის ველში.

თქვენს შეკითხვებზე ინგლისურად ხმამაღლა პასუხის გარდა, Bing-ს შეუძლია, ისაუბროს იაპონურად, ფრანგულად და გერმანულად. კომპანიის ცნობით, უახლოეს მომავალში უფრო მეტი ენა დაემატება. ასევე, ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, text-to-speech პასუხები შექმნან.

WhatsApp-ის ახალი ფუნქცია მომხმარებლებს ფართო აუდიტორიაზე გასვლას სთავაზობს

როგორი იქნებოდა სამყარო ადამიანების გარეშე?