in ,

ბიო-ბიო-დან ბიუ-ბიუ-მდე!

Startauperi
Startauperi

2014 წლის აგვისტოდან ბრენდი ბიო-ბიო იცვლის სახელს და ხდება ბიუ-ბიუ!

ჩვენი სახელი ბიო-ბიო აღნიშნავდა ქათმის მოძახილს ქართულ სოფლებში. ქართველი დიასახლიები ასე მოიხმობენ შინაურ ფრინველს საკვებად. ეს მოძახილი განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს სოფლებშია გავრცელებული, ისევე, როგორც, მაგალითად, ძიბა-ძიბა და ა.შ.

bio-bio
რამდენიმე თვის წინ საქართველოს კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც კომპანიებს შეეზღუდათ ბიო, ეკო, ამ სიტყვების ნებისმიერი კომბინაციის გამოყენება პროდუქტის ეტიკეტირებისას.

იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა ჩვენი ბრენდის არსი, ჩვენ მოვძებნეთ არსებულ სახელთან ჟღერადობით მაქსიმალურად მიახლოებული მოძახილი, რომელსაც მთიან საქართველოში, კერძოდ ხევსურეთის სოფლებში იყენებენ, ეს არის ბიუ-ბიუ.

 

Guiness – ლუდი, რომელიც ელოდება გმირებს

ჩემოდნის ჩალაგების დროა! – Kazantip Republic