Bio-Roma შეფუთვიდან პლასტმასს იღებს ისე, რომ არც ფუნქციონალობა დათმოს. Packoroma-ს მიერ შექმნილი შეფუთვა „მსოფლიოში პირველი ელვაშესაკრავის მქონე ჩანთაა, რომელიც პლასტმასისგან სრულად თავისუფალია, მინერალებს ეფუძნება და სრულად კომპოსტირდება“.
ინსპირაცია ბუნებიდან წამოვიდა, გადამუშავებას კი არ ვგულისხმობთ, არამედ მტვრიდან ხელახლა დაბადების იდეას, რითაც იდეალურ ალტერნატივას წარმოადგენს ინდუსტრიებისთვის, რომელთაც გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება სურთ.
პროექტი Packoroma-ს დამფუძნებელმა ზეინეპ ილგაზ ჩიფტჩიმ წამოიწყო, რომელსაც შეფუთვების ინდუსტრიის გარდაქმნის წრიული და რეგენერაციული დიზაინით გარდაქმნა სურდა. მას სწამს, რომ ნამდვილი მდგრადობა მხოლოდ იქ იწყება, სადაც სამყარო ყველაზე ინდუსტრიულია. ყოველი ტრანსფორმაცია კი მოითხოვს სტრუქტურას, რომელიც ძველს ჩაანაცვლებს — Bio-Roma-ც ზუსტად ამ ხედვის შედეგია.
აღსანიშნავია, რომ პროექტს New European Bauhaus-ის ინიციატივის ფარგლებში EU აფინანსებდა, Bio-Roma კი ჟიურიმ Packaging Première & PCD Milan 2025-ის Avant-Garde-ს კატეგორიაში წარსადგენად შეარჩია.