რამოდენიმე წელია საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს იმაზე ლაპარაკი უნდა აიღონ ID ბარათები თუ არა. ნაწილი ამ ყველაფერს მეორედ მოსვლასთან აკავშირებს, ნაწილი ID ბარათის ჩიპს არ ენდობა და კონტროლის მარტივ საშუალებად მიაჩნია, ზოგისთვის ID ბარათი იქნება თუ პირადობის მოწმობა არაფერს ნიშნავს, რადგან ყოველდღიურად საკმაოდ ბევრ ჩიპთან გვაქვს შეხება.
ტექნოლოგიური სიახლე, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია და ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, მკითხველს აუცილებლად დააინტერესებს.
ტიმ ქენონი, რომელიც საკუთარ თავს “ბიოჰაკერს” უწუდებს ერთ-ერთი ენთუზიასტის სხეულში ჩიპი ჩააიყენა. ჩიპის ძირითადი მოვალეობა პატრონის ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებაა.
მაგალითად: თუ ჩიპის მფლობელს ცუდი დღე ჰქონდა და ის გაბრაზებულია მონაცემები მის სახლში იგზავნება და სახლში შესვლის დროს მას გამზადებული სააბაზანო, მკრთალი განათება და თუნდაც სასიამოვნო მუსიკა ხვდება.
ჩიპის ჩაყენება პრობლემებთანაა დაკავშირებული. არცერთი საავადმყოფო და ქირურგი ამ ოპერაციაზე არ თანხმდება, რადგან კანონი არავის არ აძლევს უფლებას ამდაგვარ ინპლანტანტების ჩაყენების. ტიმ ქენონმა ჩიპი სახლში თავისი მეგობრის დახმარებით ჩაიყენა.
მოწყობილობას Circadia 1.0 ჰქვია და ის ანდროიდ სისტემაზე მუშაობს. ქენონი და კომპანია Grindhouse Wetware მის გაუმჯობესებულ ვერსიაზე მუშაობენ. ახალი ვერსია ბევრად პატარა იქნება და ის გულის რითმს, წნევას და ტემპერატურას დააფიქსირებს.
ძალიან ბევრი მოსაზრებაა ჩიპთან დაკავშირებით. ტექნოლოგიური სიახლეების ჟურნალმა “Motherboard” ჩიპის უფრო მხატვრულ ელემენტად აღიქვამს, რომელსაც 3D ბოდი არტის მიმდევრები იყენებენ და არა ტექნოლოგიურ სიახლედ.
ჩიპების სერიული წარმოების შემდეგ მისი ფასი 500$ იქნება, ოპერაციის 200$. რადგან ოპერაცია არალეგალურად ითვლება, ჩიპს პაციენტის სრული თანხმობით და ნების მიხედვით ჩააყენებენ.
“შემდეგი ნაბიჯი მხოლოდ მედიცინაზე და კანონზეა დამოკიდებული. ტექნოლოგიამ თავისი ნაბიჯი გადადგა და ევოლუცია ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს” – ტიმ ქენონის განცხადება ჟურნალ “Motherboard” -ში
ნახეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, რა მომავალს უწინასწარმეტყველებთ ამ ბიო-ჩიპს? თქვენ როგორ თვლით ეს ტექნოლოგიური სიახლეა და უბრალოდ 3D ბოდი-არტი, სმყარო შეიშალა თუ პირიქით პროგრესისკენ მივდივართ?
http://youtu.be/_R3hxcgvOTw