17
Nov
2019

ბიოდეგრადირებადი, თესლის შემცველი ჭიქა, რომელიც უნდა დარგოთ

17 Nov 2019

ნარჩენების პრობლემასთან დაკავშირებით, აშშ-ში, კალიფორნიაში დაფუძნებულმა მცირე ჯგუფმა სახელწოდებით “შეამცირე” შეიმუშავა იდეა, რომლითაც შეამცირებენ ნარჩენებს და თანაც გარემოს გაჯანსაღებაში შეიტანენ წვლილს. იდეა კი მდგომარეობს შემდეგში: მათ შექმნეს ბიოდეგრადირებადი ჭიქები, რომელთა კედლებიც შეიცავენ მცენარეულ თესლებს. ხოლო მას შემდეგ, რაც ამ ჭიქას მოიხმართ, შეგიძლიათ ის დარგოთ, საიდანაც მცენარე, შემდგომში ხე გაიზრდება.

ჭიქის ავტორებს ასევე განსაზღვრული აქვთ ისიც, რომ კონკრეტულ ქვეყანაში აღნიშნული ჭიქა ამ ქვეყნისთვის რელევანტურ მცენარის თესლებს უნდა შეიცავდეს. კვლევის მიხედვით ამერიკაში თითო ადამიანი საშუალოდ 2-ჯერ სვამს ყავას. სწორედ ამის შედეგად მილიარდობით ჭიქა ნაგავსაყრელზე ხვდება. სწორედ ეს ფაქტი გახდა ზემოთ აღნიშნული ჯგუფისთვის ინსპირაცია, დაემზადებინათ ქაღალდის, თესლისშემცველი ჭიქები.

განხილვა