in

„ბიოგრაფმა“ „საკენის“ დეველოპერული პროექტის კომერციულ პარტნიორებთან მემორანდუმი გააფორმა

ბიოგრაფმა“ „საკენისდეველოპერული პროექტის კომერციულ პარტნიორებთან მემორანდუმი გააფორმა. შესაბამისად, უკვე ცნობილი გახდა, რომ პრემიუმ დელიკატესების მაღაზიაგასტრონომისჰიპერმარკეტი, „ოკტოპუსის“ 25-მეტრიანი აუზი და თანამედროვე ფიტნეს ცენტრი, „პოლისფრანგული რესტორანი, იტალიური რესტორანი ,,ბისტრო გასტრონომისგან“, „დანკინისამერიკული რესტორანი და ჯანსაღი კვების ქსელისკა“ „საკენისკომპლექსში განთავსდება და მაცხოვრებლების ყოველდღიურობას კომფორტულს და მოსახერხებელს გახდის. „საკენისმშენებლობა ვაჟა ფშაველას #25-ში უკვე დაიწყო.

მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობაბიოგრაფისპირველი პროექტის – „საკენისკომერციული პარტნიორები გავაცნოთ საზოგადოებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვინ შექმნის ჩვენთან ერთად იმ ეკოსისტემას, სადაც ყველაზე მომთხოვნი მომხმარებელისთვისაც კი სასურველი პროდუქტი თუ მომსახურება ერთ კომფორტულ სივრცეშია ხელმისაწვდომი და სრულყოფილი გარემოა იმისთვის, რომ დაზოგილი დრო ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრებას და ადამიანურ ურთიერთობებს დაუთმოს. „გასტრონომი“, „ბისტრო“, „ოკტოპუსი“, „პოლი“, „დანკინი“, „სკა“ „ბიოგრაფთანერთად, უკეთეს საცხოვრებელ გარემოს შექმნიან და კიდევ ბევრ პრემიალურ ბრენდს გაუჩენენ სურვილსსაკენისსივრცეში  მოემსახურონ ერთგულ მომხმარებლებს და მათი ყოველდღიურობის ნაწილნი გახდნენ.“ – აცხადებს „ბიოგრაფის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ფხაკაძე.

ქალაქის ცენტრალურ უბანში, ერთ ეკოსისტემაში განთავსდება პრემიუმ დელიკატესების მაღაზიაგასტრონომისყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი თბილისში, „ოკტოპუსისფიტნეს დარბაზი და აუზი, ჩოგბურთის კორტები, საერთო სამუშაო სივრცე, „ბისტროს“, „პოლის“, „დანკინისსდასკასკაფერესტორნები, განტვირთვისა და დასვენებისთვის მოეწყობა 2000 კვ. გამწვანებული ეზო, სპა და ესთეტიკური ცენტრი, აფთიაქი, ბანკი და სხვასაკენისპროექტების ღირებული შეთავაზებაა და მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს მნიშვნელოვნად დაზოგონ დრო, ენერგია, შეამცირონ ხარჯები და კომფორტულად ისიამოვნონ ყოველდღიურობით. „საკენი“ მრავალსართულიანი, თანამედროვე არქიტექტურისა და დახვეწილი ინტერიერის მქონე კომპლექსია, სადაც ისტორიულ მოტივებზე შექმნილი არქიტექტურა და დიზაინი განსაკუთრებულად ორგანულ და შინაურ გარემოს შექმნის.          

კომპანია „გასტრონომის“ ხელმძღვანელის, გიორგი გეთიაშვილის განცხადებით „გასტრონომ ჯგუფი“ „საკენის“ პროექტში მომხმარებელს სრულიად განსხვავებულ კონცეფციას შესთავაზებს. 

„პირველ რიგში, მინდა პროექტის ორგანიზატორებს ეს წარმატებული პროექტი მივულოცო. „გასტრონომ ჯგუფი“ აღნიშნულ კომპლექსში თავისი პრემიუმ კლასის მაღაზიით იქნება წარმოდგენილი და მომხმარებელს არსებულისგან თვისობრივად განსხვავებულ კონცეფციას შესთავაზებს. კომპლექსში „გასტრონომ ჯგუფის“ პრემიუმ კლასის „ბისტროც“ განთავსდება. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროექტი თბილისის მაცხოვრებლების ყოველდღიურობაში დიდ სიახლეს შეიტანს და ქალაქის მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ერთ სივრცეში სხვადასხვა სახის სერვისებით ისარგებლონ“, – განაცხადა „გასტრონომის“ ხელმძღვანელმა, გიორგი გეთიაშვილმა.

„საკენის“ სივრცეში „ოქტოპუსის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამაჯანსაღებელი ცენტრიც განთავსდება. როგორც „ოქტოპუსის“ დირექტორმა, გიორგი ასათიანმა განაცხადა: „საკენის“ სახით. თბილისის ცენტრს კიდევ ერთი ახალი და მნიშვნელოვანი მულტიფუნქციური სივრცე დაემატება, სადაც პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესი იქნება. შესაბამისად, „ოქტოპუსსა“ და „ბიოგრაფს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, რომ არსებულ კომპლექსში „ოქტოპუსის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალი, 25-მეტრიანი აუზი, ფიტნეს კლუბი და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი თუ სპორტული სივრცეები განთავსდეს.“

„ბიოგრაფი“ „ვისოლ ჯგუფის“ წევრი ბრენდია, რომელსაც საქართველოს ბაზარზე წარმატებული ბიზნეს საქმიანობის 25-წლიანი ისტორია აქვს. „ბიოგრაფი“ საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე გასულ თვეს გამოჩნდა და ქვეყნის ურბანულ განახლებას და დეველოპერულ ბაზარზე მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად. პირველ ეტაპზე, კომპანია, „საკენის“ გარდა, კიდევ ორ მრავალფუნქციურ კომპლექსს განავითარებს: „მატიანს“ – წერეთლის და „ჰისნის“ – ქეთევან დედოფლის გამზირებზე და საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე სივრცეებს გააერთიანებს. „ბიოგრაფისპროექტები არქიტექტურის თანამედროვე, ჭკვიანი ტექნოლოგიებითა და ეკო მეგობრული მიდგომებით ხორციელდება. ენერგოეფექტური კონსტრუქციები კლდოვან ქანებზე დაფუძნებულ ხიმინჯოვან საძირკველზე აღიმართება. პრემიალური ხარისხის ევროპული თუ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალები, თბოიზოლაციისა თუ ხმის იზოლაციის და უსაფრთხოების უახლესი სისტემები კი უკეთესი ცხოვრების გარანტიას განაპირობებს.

[R]

Virgin Galactic კოსმოსში კომერციულ ფრენებს 27 ივნისს დაიწყებს

ბანკებს შორის თანხის მომენტალური გადარიცხვის შესაძლებლობა — სიახლე მობილბანკში