in

,,ბიოგრაფი ლივინგი” დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს

,,ბიოგრაფი ლივინგი” დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წელს თბილისში მშენებარე პროექტების გაყიდვების 60%-ამდე მაჩვენებლით ასრულებს და მე-4 ახალ პროექტს იწყებს. ბიოგრაფი ლივინგის მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტები: „საკენი“, „მატიანი“, „შანტანი“ და ახლა უკვე „ჰისნი“ 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციაზეა აგებული და მობინადრეებს საშუალებას მისცემს, 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე ჰქონდეთ წვდომა ყველა საჭირო სერვისთან.

უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მობინადრეს, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ ბიოგრაფი ლივინგის პირველივე წელი დეველოპერული პროექტების გაყიდვების 60%-ამდე მაჩვენებლით დაგვესრულებინა. ნამდვილად საამაყოა ის ფაქტი, რომ ამ მოკლე პერიოდში ჩვენ დავიწყეთ ისეთი მასშტაბური პროექტების მშენებლობა, როგორიც „საკენია“ – ვაჟა – ფშაველას გამზირზე, „მატიანი“ – წერეთლის გამზირზე და „შანტანი“ – მუშტაიდის პარკის მოპირდაპირე მხარეს. ახლა კი საფუძველი ჩავუყარეთ ჩვენს ყველაზე მსხვილ, მე-4 პროექტს – „ჰისნის“ –  ქეთევან დედოფლის გამზირზე.

ჩვენ ვიაზრებთ, რამდენად ძვირად ფასობს დრო თანამედროვე სამყაროში. ამიტომაც, მიზნად დავისახეთ, რომ მცხოვრებლების ყოველდღიურობა პროექტში არსებული სერვისების მრავალფეროვნებით უფრო პროდუქტიული გაგვეხადა. შესაბამისად, 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით განვითარებული პროექტები მათ საშუალებას მისცემს, მაღალი ხარისხის მომსახურება სახლიდან გაუსვლელად ან სულ რამდენიმე მეტრში მიიღონ. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება $340 მილიონს შეადგენს, შესაბამისად, მობინადრეთათვის კომფორტის შექმნის გარდა, ბიოგრაფი ლივინგის  მთავარი პრიორიტეტი მშენებლობის ხარისხი და უსაფრთხოებაა“, – აცხადებს ბიოგრაფი ლივინგის დირექტორი ვასილ ფხაკაძე.

ბიოგრაფი ლივინგის მიზანი ურბანული განახლება და საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვაა. ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ერთ ეკოსისტემაში მოქცეული ფიტნესდარბაზები, აუზები, პადელის კორტები, საერთო სამუშაო სივრცეები, კაფე-რესტორნები, განტვირთვისა და დასვენებისთვის მოწყობილი გამწვანებული ეზოები, სპა და ესთეტიკური ცენტრები, სუპერმარკეტი, აფთიაქი, ბანკი და სხვა სერვისები 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე „ბიოგრაფი ლივინგის“ ღირებული შეთავაზებაა. კომპანიის დეველოპერული პროექტები არქიტექტურის თანამედროვე, ჭკვიანი ტექნოლოგიებითა და ეკომეგობრული მიდგომებით ხორციელდება. პრემიული ხარისხის ევროპული თუ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალები, თბოიზოლაციისა თუ ხმის იზოლაციის და უსაფრთხოების უახლესი სისტემები კი უკეთესი ცხოვრების გარანტიას განაპირობებს.

 [პარტნიორის კონტენტი]

როგორ გაერთიანდა ორი ცნობილი ბრენდი სარეკლამო კამპანიისთვის — Netflix x KitKat

ადამიანებს მუშაობა სურთ, უბრალოდ, თავიანთი დროზე მეტი კონტროლი სჭირდებათ