in

„ბიოგრაფი” – ადგილი, სადაც იბადება ახალი და მრავალფეროვანი ურთიერთობები

ქართულ ბაზარზე ახალი დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი” გამოჩნდა. მომდევნო 5 წლის განმავლობაში კომპანია სამი მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელშიც 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ბიოგრაფის მიზანია, შექმნას თანამედროვე და კომფორტული საცხოვრებელი გარემო, სადაც დაიბადება ახალი ურთიერთობები, ახალი ბიოგრაფიები, განსაკუთრებული საცხოვრებელი სივრცეები მობინადრეების ისტორიებით, მომავალი თაობებისთვის შეგროვდება ერთგვარი არქივი და გახდება მათი ბიოგრაფიის ნაწილი.

ადამიანები, ურთიერთობები და მათ მიერ შექმნილი ისტორიები ერთგვარი ეკოსისტემაა, ხოლო ბიოგრაფის საცხოვრებელი გარემო მკვეთრად უსვამს ხაზს მრავალფეროვანი ცხოვრების სტილს. კომპანიის განვითარების მოდელი გრძელვადიანი ხედვა და სწორად აღქმული ურბანული განახლებაა, რაც, თავის მხრივ, დეველოპერულ ინდუსტრიას გააჯანსაღებს.

ბიოგრაფის პირველი პროექტი არის „საკენი” – მრავალფუნქციური კომპლექსი თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე. სიტყვა „საკენი” შემთხვევით არ არის შერჩეული. ასე აფხაზეთის ერთ-ერთ ლამაზ მდინარეს ჰქვია. ეს კონცეფცია გუნდმა იმიტომ აირჩია, რომ ახალი კომპლექსი სასტუმრო „აფხაზეთის” ტერიტორიაზე იქნება განთავსებული. იმისთვის, რომ ამ კუთხის ისტორია მეტად წარმოჩინდეს, თითოეულ აპარტამენტს აფხაზეთის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის სახელი დაერქმევა. საცხოვრებელი კომპლექსი თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენდება, აქ ასევე თავმოყრილი იქნება ყველა საჭირო სერვისი, რაც მაცხოვრებლებს კომფორტს შეუქმნის და ყოველდღიურობას უფრო მარტივს და სასიამოვნოს გახდის.

ახალი პროექტის აღსანიშნავად და კონცეფციის კრეატიულად გასაჟღერებლად, კომპანიამ ვიდეორგოლიც მოამზადა. ეს არის საინტერესო ისტორია, რომლებიც ახალ მცხოვრებლებზე, მათ პირველ შეხვედრასა და შთაბეჭდილებებზე გვიყვება.

როგორ შეხვდნენ ადამიანები პირველად „ბიოგრაფში”, როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როგორ ჩამოართვეს ხელი პირველად, როგორ გაიცინეს და დამყარდა პირველი პოზიტიური კავშირი, როგორ გაუშინაურდნენ ერთმანეთს, იპოვეს საერთო ინტერესები და გახდნენ მეზობლები. ეს ყველაფერი ადამიანურ ურთიერთობებს სწევს მოწინავე პოზიციებზე და მათ უდიდეს მნიშვნელობას შეგვახსენებს.

საცხოვრებელი კომპლექსი ერთი მთლიანობაა, სადაც ყველა ადამიანს, მართალია, თავისი კუთხე აქვს, მაგრამ მაინც ერთის ნაწილნი არიან და მნიშვნელოვანია, რომ ისინი კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, ჰქონდეთ მეგობრული დამოკიდებულება, შეეძლოთ ერთმანეთთან სასიამოვნო დროის გატარება. ეს თანაცხოვრებას ბევრად სასიამოვნოს, ჰარმონიულსა და თავგადასავლებით სავსეს ხდის.

აღნიშნული ვიდეორგოლით „ბიოგრაფს” სურს პოზიციონირდეს, როგორც არა უბრალოდ საცხოვრებელი კომპლექსი, არამედ ადამიანების თავშეყრის ადგილი, სადაც თბილი ურთიერთობები იწრთობა. სამეზობლოს ტრადიცია თანამედროვე სამყაროში თითქოს ნელ-ნელა იკარგება, ამიტომ კომპანიამ ამ მივიწყებული ტრადიციის გაცოცხლება გადაწყვიტა. ვიდეორგოლიც სწორედ ამ აურითაა გაჟღენთილი. აღსანიშნავია, რომ მასზე სააგენტო „კრაკენმა” იმუშავა.

ვიდეოს ყურებისას ალბათ თვალში მოგხვდათ ქართულ თემატიკაზე შექმნილი ფარდაგები, სუფრა, ჭურჭელი, ნახატები…ეს ყველაფერი ბრენდის ვიზუალური იდენტობის ნაწილია, რომლის მიზანიც ქართული სულის გამოხატვა იყო. სახასიათო დეტალები, რომლებიც ამ მიმართულებით ჩნდება ვიდეოში, აღვიძებს ქართულ ტრადიციებს და გვიჩვენებს, როგორ ბალანსირებულად, გემოვნებიანად შეიძლება ჩავრთოთ ისინი თანამედროვე ყოფა-ცხოვრებაში.

მეზობლობის ტრადიციები, სული, აურა, ვიზუალი, ისტორია და კულტურა – ვიდეორგოლისა და მთლიანად კომპანია „ბიოგრაფის” მთავარი გზავნილია. ის გვეუბნება, რომ: ყოველი კარის მიღმა ნამდვილი და საინტერესო ამბები იმალება, რომლებიც შეიძლება გაზიარდეს; ადამიანები, რომლებიც შეიძლება დაახლოვდნენ; ფასეულობები, რომლებიც შეიძლება გახდეს საერთო.

ვიდეოს კრედიტები:

სააგენტო: Kraken

შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ალექსანდრე (კატა) ქოქოსაძე
არტ დირექტორი: ციცი ბოდოკია
ქოფირაითერი: ეკუნა ტყეშელაშვილი
პროექტის მენეჯერი: ანკა ნაცვლიშვილი
აღმასრულებელი დირექტორი: ვეკო თოხაძე
ციფრული სტრატეგი: ნიკა მკერვალიშვილი
ილუსტრატორი: გიორგი კაჭკაჭიშვილი
VFX: საბა ფრუიძე (Spike)
შემოქმედებითი გუნდი: Dranga Takanaka, მარიამ ჭყონია, გიორგი კონტუაძე
ფოტოგრაფი: ალექს რუაძე
ფინანსური მენეჯერი: ნანა ოქრომჭედლიშვილი
ფროდაქშენ გუნდი:
რეჟისორი: თევდორე გოგოლაძე
აღმასრულებელი პროდიუსერი: გიორგი სამსიანი
ოპერატორი: დიტო დეკანოსიძე
მხატვარი: გიორგი გორძამაშვილი
ფროდაქშენ მენეჯერი: თეკლა ფაცურია
რეჟისორის პირველი ასისტენტი: ნინუცა სინჯიკაშვილი
კოსტიუმების მხატვარი: კატო გელაშვილი
რეკვიზიტი: ირა შენგელია
კასტინგ მენეჯერი: ნანუკა სიოიძე
გრიმი: გიგა ბაგრატიონი, ნანუკა ლავრელაშვილი
მსახიობები: ნია გუგავა, ანანო ჩარკვიანი, ლაშა ოყრეშიძე, კახაბერ ხოშტარია, პიზა სექანია, ნათია ბუნტური, მარიამ სარდანაშვილი, მეთიუ ადამსი, ნიკუშა მენთეშაშვილი, ნინი გიორგობიანი, ეკა მოლოდინაშვილი, რატი ერაძე, ნანო კაპანაძე, ნიკუშა კომაკიძე, ია ვახანია, ანდრია ფხაკაძე, გიორგი გულედანი

Music and sound by Heima Production

[R]

8 საინტერესო ფაქტი, რომლებიც The Glenlivet-ის შესახებ უნდა იცოდეთ

რატომ უნდა ისწრაფოდეს ბრენდინგი მდგრადი მომავლისკენ?