20
Sep
2019

სპერმატოზოიდით შთაგონებული მიკროსკოპული რობოტი – ბიოჰიბრიდი „ნერვული სისტემით“

20 Sep 2019

veon
veon


ილინოისის უნივერსიტეტის ინჟინრები რამდენიმე წელია მუშაობენ ბიოლოგიური და მანქანური „სიცოცხლის“ შერწყმაზე, ანუ ბიოჰიბრიდის შექმნაზე. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მათ შექმნეს სპერმატოზოიდით შთაგონებული, მიკროსკოპული ზომის რობოტი, რომელსაც ნერვული სისტემა და კუნთოვანი ქსოვილი აქვს. მას ცურვა/გადაადგილება შეუძლია, წყლისა და სინათლის პირობებში. აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვანია როგორც რობოტიკის, ასევე, ბიოინჟინერიისა და მედიცინის მიმართულებით.

რობოტი ერთი მილიმეტრის სიგანისაა და აქვს რბილი თავი. დიზაინით ის სპერმატოზოიდს მოგაგონებთ, თუმცა, ამ ბიოლოგიური უჯრედისგან განსხვავებით, რობოტს ორი კუდი აქვს. ერთი მათგანი მოძრაობის სისწრაფეზეა პასუხისმგებელი, ხოლო მეორე – თავდაცვაზე აგებს პასუხს. რობოტი შედგება გარსისგან, ნეირონებისგან, კუნთებისგან და მაქტრიქსისგან (უჯრედშორისი ნივთიერება).

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე, მიკროსკოპული რობოტი არც ისე ჭკვიანია – მის ნერვული სისტემას არ აქვს სხვა ფუნქცია, გარდა სინათლის გავლენით გააქტიურებისა (ცურვის დაწყება). თუმცა, ის, რომ კუნთოვანი ქსოვილი და ნერვული სისტემა რობოტის სხეულში მუშაობს, დიდ იმედს იძლევა მომავლის ბიორობოტიკის განვითარების კუთხით.

მოცემულ მომენტში, სპერმატოზოიდის მსგავსი რობოტის ცურვის მართვა საკმაოდ რთულია. ისინი მხოლოდ სინათლეზე რეაგირებენ და იწყებენ მოძრაობას. თუმცა, მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მის გაუმჯობესებას შეძლებენ და ასევე, შეძლებენ იმასაც, რომ რამდენიმე სპერმატოზოიდისებური ბიოჰიბრიდის ორკესტრირებულ მოქმედებას უზრუნველყოფენ. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება, საბოლოო მიზანი კი ისეთი მცურავი, მიკროსკოპული რობოტების შექმნაა, რომელთა გამოყენებაც ეფექტური იქნება მედიცინაში.

განხილვა