in

მეცნიერებმა ალცჰაიმერის გამოვლენა სიმპტომებამდე 10 წლით ადრე შეძლეს!

თუ მკვლევრებს დავუჯერებთ, ერთ დღესაც უბრალოდ სისხლის ანალიზით გავიგებთ  ალცჰაიმერის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმის არსებობის შესახებ. თანაც, მეხსიერების დაკარგვის სიმპტომების გამოვლენამდე ათი წლით ადრე… ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს მეცნიერები ამბობენ, რომ კონკრეტული დაავადება სისხლის პლაზმაში ბიომარკერების გაზრდილ დონესთან არის დაკავშირებული. 

M2
M2

შეგახსენებთ, რომ ალცჰაიმერი დემენციის სხვადასხვა ფორმის ზოგადი სახელია, რომელთა უმეტესობის გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ჩვენთვის მათი დროულად დიაგნოსტირებაც პრობლემას წარმოადგენს. ერთ-ერთია ალცჰაიმერის აუტოსომური ოჯახური ფორმა ADAD, რაც რამდენიმე გენში მუტაციების არსებობით განისაზღვრება. 

მართალია, კონკრეტული დაავადებების შემთხვევების 1%-ს შეადგენს, მაგრამ მისი სიმპტომები, სხვა ფორმებთან შედარებით, ბევრად ადრე ვითარდება. ამჯერად კი ADAD-თან დაკავშირებული ​​სამი ერთჯერადი გენის მუტაციაა ცნობილი: როგორც დომინანტური თვისება, მემკვიდრეობით მიიღება — თუ მშობელს ეს დაავადება აქვს, ბავშვში მისი გამოვლენის 50%-იანი შანსი არსებობს. თუმცა გენეტიკური ტესტის ჩატარება საკმაოდ ძვირია, ამიტომ, ბევრ ადამიანს უწევს, დააკვირდეს, განუვითარდება თუ არა იგი… დიახ, ამის გაგება ჩვეულებრივი სისხლის ანალიზით რომ გახდეს შესაძლებელი, ნამდვილი ხსნა იქნებოდა და პაციენტები დროულად მკურნალობასაც შეძლებდნენ… 

თუმცა იმის გამო, რომ ალცჰაიმერი მხოლოდ ერთი ბიოლოგიური გზით არ არის გამოწვეული, მისი დიაგნოსტირება მეტად რთულდება, ეს კი განსხვავებული ტესტების საჭიროებას წარმოშობს. კარგი ის არის, რომ შვედეთში ჩატარებული ახალი კვლევა სწორედ ახალი ბიომარკერის არსებობას ადასტურებს. კვლევის ავტორებმა სამი ბიომარკერი შენიშნეს, რომელიც ADAD-თან არის დაკავშირებული: P-tau181, NfL და GFAP. 

სამივე დაავადების პოტენციური ბიომარკერია, მაგრამ სისხლის პლაზმაში GFAP-ის ცვლილებები იმაზე უფრო ადრე შეინიშნებოდა, ვიდრე დანარჩენ ორში. მეტიც, GFAP იმაზე უფრო ადრე გამოჩნდა სისხლში, ვიდრე ტაუს ცილები, რომლებსაც ადრეული სტადიების მანიშნებლად თვლიდნენ, მას 90%-იანი სიზუსტე აქვს. 

შედეგების მიხედვით, GFAP ალცჰაიმერის გამო ტვინში ცვლილებებს ასახავს, რაც ტაუს ცილებამდე და გაზომვად ნეირონულ დაზიანებამდე ხდება. სამომავლოდ ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც არაინვაზიური ბიომარკერი იმუნური უჯრედების ადრეული გააქტიურებისთვის, როგორიცაა ასტროციტები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ეს ახალი წამლების შემუშავებისა და კოგნიტიური დაავადებების დიაგნოსტირებისთვისაც ღირებული რამ შეიძლება იყოს, — ამბობს შარლოტა იოჰანსონი, ნეირობიოლოგი.

Times Square-ის ბილბორდზე საკუთარი ვიდეოს გაშვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია — PixelStar-ის პროგრამა

თუ პროდუქტის მენეჯერი ხართ, პროდუქტის ანალიტიკის შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეთ