in

„ბიონიკური მეთოდით“ წაკითხვას უფრო სწრაფად შეძლებთ

ალბათ, ფიქრობთ, რომ ამაზე საუბარი მრავალმხრივი კვლევის შედეგებით უნდა დავიწყოთ, მაგრამ რენატო კასუტმა, ტიპოგრაფმა, ეს ტექნიკა სრულიად შემთხვევით შეიმუშავა. მას ბიონიკურ კითხვას უწოდებენ, რაც სიტყვების პირველი ასოების ხელოვნურად ხაზგასმას გულისხმობს და თქვენს ტვინს სხვადასხვა მისი შევსების საშუალებას აძლევს. 

მსგავსად ხელოვნური ფიქსაციის წერტილები იქმნება, რაც თვალს დაძაბულობას უხსნის, ტვინს კი მის გაგებაში ეხმარება. ეს ნიშნავს, რომ ტექსტების წაკითხვას უკვე ნაკლები ძალისხმევით მოახერხებთ.

თუმცა კასუტის გეგმებში კითხვის ახალი მეთოდის განვითარება საერთოდ არ შედიოდა. იგი მისთვის უცხო ენაზე დაწერილი წიგნის დიზაინზე მუშაობდა და აღმოაჩინა, რომ როცა სიტყვები დანაწევრებული იყო, მას მისი მნიშვნელობა უკეთ ესმოდა… თანდათან კი მიხვდა, რომ ამის გამოყენება საკუთარ ენაშიც შეეძლო, კონკრეტული მეთოდი მან მეგობრებში გამოცადა და იგი წარმატებულიც აღმოჩნდა. 

კითხვისა და მისი გააზრების სწრაფი პროცესის გარდა, მომხმარებლებს ასოების სურვილისამებრ გამუქება, შრიფტის, ტექსტის ზომის, დაშორების, სიმაღლისა თუ სიგანის შეცვლა შეეძლებათ. ჯერჯერობით კი ბიონიკური ინსტრუმენტის API მხოლოდ დიზაინერებისა და დეველოპერებისთვის არის ხელმისაწვდომი.

მე, როგორც დისლექსიკით დაავადებულ ადამიანს, ეს ჩვეულებრივზე სწრაფად წაკითხვაში მეხმარება და იმედია, მალე ხელმისაწვდომი Safari-ზეც გახდება, — აცხადებს ერთ-ერთი მომხმარებელი.

ICRHOME-ში NATERIAL-ის გარე ავეჯის 1000 კვ.მ-იანი შოურუმი გაიხსნა

ეროვნული ბანკი ეკონომისტის პროფესიის პოპულარიზაციისთვის ახალგაზრდებს შეხვდა