3
Feb
2015

ჭკვიანი პლასტირი, რომელიც აკონტროლებს გულის ცემას და სიცხეს ზომავს

3 Feb 2015

ბიოტექნოლოგიების კომპანია “MC10 Inc”-მა ახალი პლასტირი “Biostamp” გამოიგონა. ჩვეულებრივი პლასტირებისგან განსხვავებით ის ადამიანის ჯანმრთელობას აკონტროლებს.

ორი საფოსტო მარკის ზომის პლასტირს გულის და სიცხის კონტროლი შეუძლია. მონაცემების შეგროვების შემდეგ შედეგები ექიმის და ავადმყოფის ელექტრონულ მოწყობილობაზე იგზავნება.

იგივე პროფილის მეორე კომპანია “Corventis”-მაც ასევე მსგავსი პლასტირების წარმოება დაიწყო, რომელიც გულის ცემას ზომავს.

ორივე კომპანიის გამოგონება ჯერ ტესტირების რეჟიმშია და ფართო წარმოებაში არ ჩაშვებულა.

article-2333203-1A10994F000005DC-826_634x424

2 (3) 3 (2) 4 (2)

განხილვა