7
May
2019

რატომ უნდა ვჭამდეთ თეფშს, ჭიქასა და სხვა ჭურჭელს

7 May 2019

veon
veon


ჯობია თუ არა ჭურჭლის რეცხვას ჭურჭლის ჭამა? ალბათ, სავსებით ჯობია, თუმცა „საჭმელი ჭურჭლის“ იდეა გაცილებით გამოსადეგია სხვა კუთხით. პოლონური კომპანია Biotrem-ის მიერ შექმნილი თეფშები იჭმევა, იმის გამო, რომ ერთჯერადი, პლასტმასის ჭურჭლის მოხმარება შემცირდეს. Biotrem-ის თეფშები ხორბლის ქატოსგან მზადდება და ისინი საჭმელად დამზადებიდან 30 დღის განმავლობაშია ვარგისი. მსგავსი ჭურჭლის გამოყენება შეგიძლიათ როგორც ცხელი და ცივი, ასევე, თხევადი და მყარი საკვების მისართმევად. ასევე, საკვების გაცხელებისას, შეგიძლიათ ის მიკროტალღურ ღუმელშიც მოათავსოთ. პიკნიკებსა თუ ოჯახურ ვახშამზე, რესტორანსა თუ სამსახურში, ლანჩზე, მთავარია გემრიელი საჭმელი გქონდეთ და თეფშებს ჩაიკვნეტთ.

„საჭმელი ჭურჭლის“ დამზადების ტექნოლოგია ჯერზი ვისოცკის ეკუთვნის. მან ამ მიმართულებით მუშაობა გასულ საუკუნეში დაიწყო. დღეს კი, მისი ოჯახი ცდილობს ტრადიციის გაგრძელებასა და Biotrem-ის ჭურჭლის ფართო წარმოებაში ჩაშვებას.

განხილვა