in

ჩიტები – როგორც 90-იანი წლების მეკარეების სათამაშო ფორმების ინსპირაცია

განსხვავებული დიზაინის, ფერთა გამის ან თუნდაც, ორნამენტების არჩევა თავად მეკარეების მიერ ხდებოდა და ამას გარკვეული სიმბოლური დანიშნულებაც ჰქონდა.

Sporti
Sporti

დევიდ სიმენი, რენე იგუიტა, ხორხე კამპოსი… ეს ის გვარებია, რომლებიც ფეხბურთის გულშემატკივრების ნოსტალგიებსa და ძველ წარუშლელ მოგონებებს უფრო ამძაფრებს. ფეხბურთი განვითარების ახალ ეტაპებზე ყოველდღიურად გადადის, სპორტის ეს სფერო და ზოგადად, ინდუსტრია ელვის სისწრაფით ვითარდება. მარკეტინგული აქტივობები და სიახლეები კი ამ პროცესს უფრო მეტად აჩქარებს და გაცილებით საინტერესოს ხდის.

ადრე საკლუბო და სანაკრებო სათამაშო ეკიპირებები, ძირითადად, ორი: საშინაო და გასვლითი ფორმებისგან შედგებოდა. დღეს, კლუბები უკვე სამ ან ზოგ შემთხვევებში, (მაგალითად, „პსჟ“) სეზონის განმავლობაში, 4 ფორმასაც კი იყენებენ. ყოველთვის გამორჩეული და განსხვავებული იყო მეკარის სათამაშო ფორმა.

როგორც ცნობილია, უმეტეს შემთხვევაში, განსხვავებული დიზაინის, ფერთა გამის ან თუნდაც, ორნამენტების არჩევა თავად მეკარეების მიერ ხდებოდა და ამას გარკვეული სიმბოლური დანიშნულებაც ჰქონდა.

ასე მაგალითად, 90-იან წლებში გავრცელებული ფერადი მეკარეების ამუნაციების იდეები, ხშირ შემთხვევაში, ჩიტები ყოფილან.

გთავაზობთ კლასიკურ რეტრო მაისურებს, რომელთა იდეა და შეფერილობა კონკრეტული ფრინველისგან იყოს ინსპირირებული:


კითხვები, რომლებიც მანამ უნდა დასვათ, სანამ დიდ პროექტს დაიწყებთ

Reddit-მა უოლ სტრიტის “დამარცხება” სუპერთასზე 5 წამიანი საეთერო ჩართვით აღნიშნა