in

Birkenstock-მა ნიუ-იორკში ინტერაქციული პარკები მოაწყო

თუ ადრე Birkenstock-ის ფეხსაცმლის ბრენდი ცნობილი იყო კომფორტული და გამძლე მოდელებით, დღეს იმდენად ტრენდული გახდა, რომ საუკეთესო ნაბიჯი გადადგა ქალაქში, რომელიც არასდროს წყვეტს სვლას — სამი ინსტალაცია განათავსა ნიუ-იორკში, კონკრეტულად კი მანჰეტენის NoHo-სა და Flatiron-ის უბნებში და ბრუკლინის უილიამსბურგში. თანაც ეს ბრენდის 250-წლიან ისტორიაში პირველი შემთხვევაა…

ინტერაქციული პარკების სერია Birkenfields ნიუ-იორკელებს თავიანთი დატვირთული დღეებისგან დასვენებას სთავაზობს სენსორული გამოცდილებით, რომელიც შექმნილია იმისათვის, რასაც ბრენდი naturgewolltes gehen-ს უწოდებს, ანუ სიარულს ბუნებრივ ნიადაგზე. იდეის სრულყოფაზე კი Invisible North-მა და 5th Column-მა იზრუნეს. 

NoHo-ში სტუმრებს შეეძლოთ, იმ მასალებს შეხებოდნენ, რომლებსაც სახელგანთქმული ფეხსაცმლის დასამზადებლად იყენებენ, აქ სათამაშო მოედნის ატმოსფერო ხვდებოდათ ტყავის საქანელებით, აიწონა-დაიწონათი და სასრიალოებით. ფეხის უფასო მასაჟს, პრეტცელებსა და ცხელ შოკოლადსაც კი სთავაზობდნენ მათ. აი, Flatiron-ში კი მონაწილეებს ფეხსაცმლის გარეშე სიარული შეეძლოთ ქვების, ქვიშისა და ბალახის სენსორულ ბაღში.

უილიამსბურგშიც არანაკლები ამბები დატრიალდა — აქ სტუმრებს დიდი პრეტცელებითა და ბრენდირებული ჭიქებით გერმანული ლუდით უმასპინძლეს. Live მუსიკა და თამაშებიც ამ გამოცდილების ნაწილი იყო, რაც მოიცავდა პინგ-პონგის სათამაშო მაგიდას, კომპანიის სტენდს, სადაც გამოფენილი იყო ბრენდის ვინტაჟური ნიშნები და რეკლამები, ფეხსაცმლის მწარმოებლების არტეფაქტები და პროდუქტები.

Birkenfields-ის სტუმრებს ექსკლუზიური Birkenstock-ის მაისურების შეძენის საშუალებაც ჰქონდათ, საიდანაც შემოსული ფული The Trust for Public Land-ის QueensWay Project-ს მოხმარდებოდა, რაც გულისხმობს 6 კილომეტრამდე საფეხმავლო ბილიკის გაკეთებას ფეხით მოსიარულეთათვის…

ყველაფერი, რაც Adobe Max-ზე ვიხილეთ — ახალი AI ფუნქციები შემოქმედებითი ადამიანებისთვის

Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილის მფლობელი ეკიპაჟი #52 გახდა — გუნდის მხარდამჭერი „თეგეტა მოტორსი“ იყო