მართალია, კომპანიები არ საუბრობენ იმაზე, რომ „მახინჯი“ პროდუქცია აქვთ, მაგრამ ახლა ეს არის ზუსტად ის, რასაც Birkenstock თავის პირველ ფასიან გლობალურ კამპანიაში აკეთებს. თუმცა იმისათვის, რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე იზრუნონ…
პოპულარული სანდლები უკვე ორ საუკუნეზე მეტია რაც არსებობს და ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოდური ფეხსაცმელია, ახლა კი ბრენდი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ფეხსაცმლის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
T Brand Studio-ს მიერ შექმნილი Ugly For A Reason-ის კამპანია სამი ნაწილისგან შედგება. დოკუმენტური ვიდეო სერიები განმარტავს თუ როგორ განვითარდა ადამიანთა ფეხები საუკუნეების განმავლობაში, რითაც შესაბამისი ფეხსაცმლის ქონის საჭიროებაზეც მიგვითითებენ.
„Birkenstock-ში ფეხის ჯანმრთელობა ყველაფრის საფუძველია. კამპანია შემუშავდა იმისათვის, რომ მომხმარებლებს ფეხის საოცრებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. კაცობრიობის ევოლუცია კი ჩვენი ფეხების განვითარებაზეა დამოკიდებული“, — ამბობს ოლივერ რაიქერი, Birkenstock Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.
კამპანიის მეორე ნაწილის Finding Out Feet პრემიერა 11 აგვისტოს შედგება, სერიების ფინალური ვიდეოს გაშვება კი 21 სექტემბრისთვის იგეგმება.