in

ნებრასკის თავზე ბირთვული იარაღისადმი მდგრადი თვითმფრინავი შენიშნეს

veon
veon

ვლადიმირ პუტინი ბირთვული იარაღით “აშინებს” მსოფლიოს, ნებრასკის თავზე კი 28 თებერვალს აშშ-ის საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავი გამოჩნდა, რომელიც ატომური ბომბის აფეთქებას უძლებს. Boeing E-4B სწორედ ამგვარ ომში გამოსაყენებლად შეიქმნა.

Boeing E-4B ნებრასკის შტატში მდებარე აეროდრომიდან აფრინდა, ჩიკაგოსკენ გაემართა და ისევ უკან დაბრუნდა. 4.5 საათის განმავლობაში თვითმფრინავი ბალისტიკური რაკეტების სამეთვალყურეო რამდენიმე აპარატის თანხლებით გადაადგილდებოდა. ეს ერთგვარ მინიშნებებით თამაშს ჰგავს — პუტინმა რუსული არმიის შემაკავებელი ძალების საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანა ბრძანა, რამაც ბირთვული ომის საშიშროება გააჩინა. აშშ კი საპასუხოდ აღნიშნული მოდელის დემონსტრაციას ახდენს…

როგორც ვიცით, E-4B-ის ფუნქცია ბირთვული ომის დროს სამხედრო მეთაურების მოძრავი საკონტროლო პუნქტის სახით მომსახურებაა. $200 მილიონის ღირებულების აპარატი სპეციალური, არაციფრული მოწყობილობებითაა აღჭურვილი, რომლებიც ატომური ბომბის აფეთქებით გამოწვეული ელექტრომაგნიტური ტალღის მიუხედავად მაინც იმუშავებს. ასევე, მისი ზედაპირი ისეთი მატერიითაა დაფარული, რომელიც ეკიპაჟს ბირთვული კატასტროფის თანმდევი თერმული გამოსხივებისგან დაიცავს. თვითმფრინავის თავზე კი 65-ზე მეტი ანტენაა მოთავსებული — სწორედ ასე ხერხდება ემებთან, წყალქვეშა ნავებთან და საჰაერო ხომალდებთან კომუნიკაციის დამყარება.

ეს ყველაფერი არ არის, თუმცა სხვა მონაცემების უმეტესობა გასაიდუმლოებული რჩება, რაც კვლავ უსაფრთხოებას ემსახურება. E-4B ყოველთვის მზადყოფნაშია, ხოლო ფლოტი საწვრთნელ ფრენებს პერიოდულად ახორციელებს. შესაძლოა, რამდენიმე დღის წინაც სწორედ ასეთი მისია იხილა საზოგადოებამ. თანაც, ბაიდენის განცხადებით, რუსეთთან მსგავსი მასშტაბების ომის საშიშროება არ არსებობს.

პიტნის ჩაი – სასარგებლო თვისებები და უკუჩვენება

როგორ გამოვხატოთ ემოციური მხარდაჭერა კოლეგიალურ ურთიერთობაში?