in

NASA-ს მთვარეზე ბირთვული რეაქტორების განთავსება სურს

NASA-ს სურს, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტთან (DOE) ერთად მთვარეზე ბირთვული რეაქტორები განათავსოს. ეს კი იმას გულისხმობს, რომ მთვარეზე მომავალი კოლონიებისთვის გზა ნაწილობრივ გახსნილი იქნება. ამასთან, კოსმოსურმა სააგენტომ კონკურსი გამოაცხადა, რათა პროექტისთვის საუკეთესო რეაქტორი შექმნილიყო, გამარჯვებულები კი ახლახან გამარჯვებულებიც გამოავლინეს: Lockheed Martin, Westinghouse და IX. ისინი 12-თვიან სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას.

M2
M2

ახალ ტექნოლოგიას არტემისის სეგმენტში, კვლევის წინსვლისთვის, გამოიყენებენ. იგი მოიცავს მცირე, მსუბუქ სისტემებს, რომლებსაც ენერგიის გამომუშავება დიდი ხნის მანძილზე შეუძლია — ამისათვის ნებისმიერი ადგილი ხელსაყრელია, სადაც მზის შუქს აქვს წვდომა. ამ შემთხვევაში კი მთვარეც გამოსადეგი აღმოჩნდა.

ეს რეაქტორები, რომლებიც ცნობილია როგორც fission surface power, ასტრონავტებს მთვარესა და მარსზე უფრო ხანგრძლივი მისიების განხორციელების საშუალებას მისცემს. ცხადია, ეს NASA-ს მიზნის ნაწილია, რომელიც 2025 წლისთვის ადამიანების დედამიწის თანამგზავრზე დაბრუნებას გულისხმობს, რასაც სამომავლოდ მთვარის კოლონიზაცია მოჰყვება.

მთვარის კოლონიზაცია მოითხოვს ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ამ მიზნით, NASA თვლის, რომ ბირთვული ენერგია საუკეთესო ვარიანტია ძირითადი მშენებლობისთვის, სამთო მოპოვებისთვის, გათბობისთვის, გაგრილებისთვის, როვერების დამუხტვისთვის და სხვა.

მიმდინარე პროექტი ეფუძნება Kilopower რეაქტორს, რომლის განვითარებასაც 15 წელი დასჭირდა. შედეგად შეიქმნა რეაქტორი, რომლის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება შესაძლებელი იყო კოსმოსში, ხოლო დაკისრებული ამოცანების შესრულების შემდეგ უბრალოდ განადგურება. ამ ექსპერიმენტის გენერატორს შეუძლია, აწარმოოს საკმარისი სიმძლავრე ათწლეულის განმავლობაში სტერლინგის ძრავის გამოყენებით, რომელიც სითბოს ენერგიად გარდაქმნის.

ლაბორატორიაში ადამიანის გულის პარკუჭი შექმნეს და იგი მუშაობს!

Coca-Cola-ს ბოთლის გადამუშავების სანაცვლოდ, პრიზებს გასცემს