in

ბირთვული სინთეზის ახალი რეკორდი — 59 მეგაჯოული 5 წამის განმავლობაში

ბრიტანულმა ლაბორატორიამ Joint European Torus (JET) თავისივე მსოფლიო რეკორდს გადააჭარბა და ხუთი წამის მანძილზე 59 მეგაჯოული ენერგია წარმოქმნა. ეს არის 11 მეგავატი, რაც დაახლოებით 60 ჩაიდანი წყლის მოსადუღებლადაა საკმარისი…

მაჩვენებელი ორჯერ აღემატება წინა, 1997 წლის რეკორდს, რომელიც სულ რაღაც 21.7 მეგაჯოულს წარმოადგენდა. “ამ საოცარმა შედეგებმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო და საინჟინრო გამოწვევის გადაჭრასთან დაგვაახლოვა. ცხადია, მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განვახორციელოთ კლიმატის პრობლემებთან გასამკლავებლად. ბირთვული სინთეზი კი უამრავ პოტენციალს გვთავაზობს”, — აცხადებს გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის ორგანოს აღმასრულებელი დირექტორი, იან ჩეპმენი.

ბირთვული სინთეზი ვარსკვლავებში მიმდინარე პროცესია, რომლის დროსაც ორი მსუბუქი ბირთვი ერთმანეთს ერწყმის და უფრო მძიმე ბირთვს წარმოქმნის. შედეგად კი დიდი ენერგია გამოიყოფა. თუკი დედამიწაზე მისი გამეორება გახდება შესაძლებელი, პრაქტიკულად უსაზღვრო რაოდენობის სუფთა ენერგიას მივიღებთ. 

ექსპერიმენტი მოიცავდა იონიზებული აირების გათბობას, რომლის პირობებშიც ატომის ბირთვები ერთმანეთს ერწყმის და დიდი რაოდენობით ენერგიას ათავისუფლებს. სირთულეს კი იმაზე მეტი ენერგიის წარმოება წარმოადგენს, ვიდრე რეაქციის დასაწყებადაა საჭირო. თუმცა JET ინსტალაციამ იმდენივე ენერგია გამოიმუშავა, რამდენიც გამოიყენა.

“JET ექსპერიმენტები ბირთვული სინთეზის ენერგიასთან ერთი ნაბიჯით გვაახლოებს. ვაჩვენეთ, რომ ჩვენი მოწყობილების შიგნით მინი ვარსკვლავის შექმნა, მისი ხუთი წამით შენარჩუნება და ჩვეულებრივზე კარგი შედეგების დადება შეგვიძლია, რასაც ახალ შესაძლებლობებამდე მივყავართ”, — აღნიშნავს ლაბორატორიაში მიმდინარე ოპერაციათა უფროსი, ჯო მილნსი.

საქართველოს ბანკი მსოფლიო წამყვან ციფრულ ბანკებს შორის – Techchurch

მაკრო ფოტოგრაფის მიერ, თვალებში აღმოჩენილი სამყარო