in

ბრენდინგში ჩამალული ღიმილი — Biscoff

Lotus Bakeries-მა მსოფლიოში ცნობილი Biscoff-ის ნამცხვრების ბრენდის რედიზაინზე იზრუნა, რათა გლობალურ ბაზარზე მორგებული ერთიანი იდენტობა შეექმნათ. ცნობილია თავისი უნიკალური გემოთი, რომელიც 1932 წლით დათარიღებულ ბელგიურ რეცეპტს ეფუძნება და მთელ მსოფლიოში მოწინავე პროდუქტად მიიჩნევა.

BOG
BOG

რებრენდინგის პროცესში გაითვალისწინეს, რომ „ბისკოფის“ იდენტობა სრულად შეენარჩუნებინათ, თუმცა თანამედროვე და ინკლუზიურ დიზაინში გადაიზარდა. დიზაინერებმა შექმნეს სახე, რომელიც Biscoff-ის სახელს სემიოტიკური ღიმილით აძლიერებს — სახელწოდების ვიზუალურ ნაწილში ისეა ჩამალული, რომ მხოლოდ მახვილი თვალი შეამჩნევს. ამას კი უბრალოდ მარტივი მორკალული ფორმით მიაღწიეს… i-ს თავზე მოქცეული წერტილი კი ორცხობილას სიმბოლური სახეა.

ამავდროულად, ბრენდმა სპეციალური შრიფტიც შეიმუშავა, რომელიც სიმკვეთრითა და რბილი ფორმებით გამოირჩევა. ასევე, სასიამოვნო წვრილმანია სიმბოლოებს შორის 19,32-გრადუსიანი კუთხე. კონტრასტული წითელი და თეთრი ფერების პალიტრასთან შეხამებით, შრიფტი ეფექტურად გამოიყურება.

6 რამ, რასაც ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები არასდროს აკეთებენ

როგორ აქცია მარკეტინგის გუნდმა AI თავისი ყოველდღიური მუშაობის ნაწილად