არ აჩვენოთ ეს ვიდეო თქვენს უფროსს, წინააღმდეგ შემთხვევაში “მარკეტერი” მის მსგავს წამოწყებაზე პასუხს არ აგებს. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ Bissell-ის მტვერსასრუტის რეკლამისთვის ბრენდ მენეჯერს მეტროს იატაკიდან მოუწია ჭამა.
ვიდეო ტორონტოშია გადაღებული. მეტროში შესულმა ბრენდ მენეჯერმა ხალხის თვალწინ, მტვერსასრუტით იატაკი მოწმინდა, საჭმელი დაყარა და ჭამას შეუდა.
… და ამ ყველაფრის მერე აღარავის შეეპარება იმაში ეჭვი, რომ მტვერსასრუტი მართლაც აკეთებს თავის საქმეს და მისი ფუნქციონალურობა სარეკლამო კამპანიის ხრიკი არაა.
http://youtu.be/NHznDFD3V3k