in

„საქართველოს ბანკი ბიზნესის“ მხარდაჭერით, bistoria.ge გრძელდება!

Marketer-ის პროექტი „საქართველოს ბიზნეს ისტორია“ გრძელდება! რაც ნიშნავს, რომ „საქართველოს ბანკი ბიზნესის“ მხარდაჭერით, არაერთი ქართველი მეწარმის შესახებ გამოქვეყნდება მასალები. ქართული ბიზნესის ისტორია თავს ვებგვერდზე – bistoria.ge-ზე მოიყრის.

BOG
BOG

პირველი ქართველი ბანკირი, „ამერიკული ყაიდის“ ქართველი ბიზნესმენი, მეწარმე, მეამბოხე, რევოლუციონერი თუ ადამიანი, რომელმაც გაუსწრო დროს! – პროექტი ქართული ბიზნესის უკვე არაერთ საამაყო წარმომადგენელზე გიამბობთ და დეტალები მათი საიდუმლოებით მოცული გამოცდილებების, სამშობლოსთვის ანდერძად დატოვებული 3 მილიონი მანეთისა თუ სისხლში გამჯდარი ქველმოქმედების შესახებაც გაგიზიარეთ:

ESM-ის გზა „მონანიებიდან სინანულამდე“ და „მარკო-პოლოს“ ისტორია, ანუ ევროპული გუდაური საბჭოთა კავშირის დროს, მიტროფანე ლაღიძე, ნიკო ნიკოლაძე, დავით სარაჯიშვილი, მიქაელ არამიანცი, ძმები ზუბალაშვილები, გიორგი ქართველიშვილი, მელიკ აზარიანცი, აკაკი ხოშტარია, ძმები სიმენსები, ილია ჭავჭავაძე და პრინცი მაჩაბელი – ეს ის ადამიანები და ისტორიებია, რომლებიც bistoria.ge-ს ნაწილად უკვე ვაქციეთ.

წინ კი, მკითხველს საქართველოს ბიზნესის ისტორიაში მივიწყებული თუ ჯერ კიდევ, უცნობი ადამიანების აღმოჩენას ვპირდებით! პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ქართული ბიზნესისტორიის აუდიო, ელექტრონული და ბეჭდური ვერსიით გამოცემა.

„მოხარული ვართ, რომ ამ ძალიან საინტერესო პროექტს მარკეტერთან ერთად ვახორციელებთ. bistoria.ge -ს მიზანია, მკითხველს საქართველოს ბიზნესის ისტორიაში გამორჩეულ ადამიანებზე მოუყვეს. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ წარმატებულ ბიზნესმენსა თუ ბიზნესზე ბევრი, აქამდე უცნობი ფაქტები არსებობს და გვსურს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიაროთ როგორც საქართველოს, ასევე ბიზნეს ისტორიის ეს ნაწილი. იმედი გვაქვს მკითხველი ძალიან ისიამოვნებს მასალის წაკითხვით, ისეთ საინტერესო და გამორჩეულ ადამიანებზე როგორებიც იყვენ: მიტროფანე ლაღიძე, ნიკო ნიკოლაძე, დავით სარაჯიშვილი და სხვა“ – ლევან გომშიაშვილი, საქართველოს ბანკის მარკეტინგის სამსახურის უფროსი

„საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით შესაძლებელი ხდება მოვიძიოთ ისტორიები ქართველი მეწარმეების და მეწარმეობის შესახებ და ის სხვადასხვა ფორმატში ასობით ათას ადამიანს მოვუყვეთ, ძალიან გვეამაყება რომ ამ პროექტში ძლიერი მხარდამჭერი შემოგვიერთდა, დარწმუნებული ვართ ეს ისტორიები კიდევ უფრო მეტ ადამიანს შეუქმნის წარმოდგენას იმ მეწარმეობრივ აზროვნებაზე და სულისკვეთებაზე რაც საქართველოში ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავსად მაინც არსებობდა“ – აკო ახალაია, Marketer.ge-ს დამფუძნებელი

როგორია OnePlus 8T – ოფიციალური ვიდეო პრეზენტაციამდე გავრცელდა

ჩემი სოფელი: ადგილობრივი ავეჯის წარმოების დანერგვა ხულოში