in

წიგნი „ბიზნეს ისტორიები საქართველოდან“ Behance-ის InDesign კატეგორიის რჩეული გახდა

„ბიზნეს ისტორიები საქართველოდან“ – წიგნი, რომელიც XIX-XX საუკუნის ქართველი ანტერპრენერების ისტორიებს აერთიანებს, კვლავაც მოექცა Behance-ის ყურადღების ცენტრში. ამჯერად, წიგნის დიზაინი Behance-ის InDesign კატეგორიის რჩეული გახდა და შესაბამისი გალერეის მოწინავე გვერდზე მოექცა. ბიზნესისტორიებმა პლატფორმისგან მოწონება უკვე მეორედ დაიმსახურა – ბრენდინგისა და დიზაინის მიმართულების შემდეგ.

BOG
BOG

Behance არის გლობალური ციფრული პლატფორმა კრეატორებისთვის – გრაფიკოსი დიზაინერებისთვის, ილუსტრატორებისთვის, ფოტოგრაფებისთვის და ა.შ. პლატფორმაზე არამხოლოდ ნამუშევრების განთავსებაა შესაძლებელი, არამედ არსებობს გარკვეული შეფასების სისტემა, კრეატორების წასახალისებლად.

„ბიზნეს ისტორიები საქართველოდან“ ხუთი წლის განმავლობაში იქმნებოდა. თავდაპირველად, ეს იყო სტატიების კრებული, რომლებზეც შემოქმედებითმა ჯგუფმა თვეების განმავლობაში იმუშავა. შემდეგ, მან წიგნის ფორმა მიიღო და უკვე 2023 წლის ოქტომბერში წარუდგა საზოგადოებას. წიგნი აერთიანებს ისტორიებს XIX-XX საუკუნის ბიზნესმენებსა და მეწარმეებზე, რომლებმაც დიდი გავლენა იქონიეს ქვეყნის განვითარებაზე. პროექტის სრულად ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

Credits:​​​​​​​

Product Owner and author – Ako Akhalaia

Illustrator – Zura Mchedlishvili
Art Director and Book Design – David Kupatadze
Photographer – George Van De Kamp

Editor: Tamar Meparishvili
Content Team: Tamar Meparishvili, Tinatin Gegenava, Lile Khmaladze, Khatia Tordua, Tamara Gunash, Irakli Pipia, Alexander Chavchavadze

Special thanks:
Levan Nanobashvili, Mariam Zal, Soslan Sanakotti, Jaba Shavishvili

Partner and Supportive:
საქართველოს ბანკი • Bank of Georgia // Archil Gachechiladze
Levan Gomshiashvili
Irakli Abesadze

Google Ads-ს ახალი AI ხელსაწყო დაემატა

მობილურების ახალი ეპოქა – Samsung Galaxy S24-ის წინასწარი გაყიდვები დაიწყო