10
May
2019

ბიტკოინი გაძვირდა

10 May 2019

ბიტკოინის ფასი ისევ გაიზარდა – ბოლო მონაცემებით, სავაჭრო პლატფორმაზე “Bitstamp” მისმა ღირებულებამ $6,268 დოლარს მიაღწია. ანალიტიკოსები კრიპტოვალუტის ბაზრის გამოცოცხლებასა და ფასების ხელახალ ზრდას მთელი წლის განმავლობაში ვარაუდობენ.

 

2017 წლის ბოლოს კრიპტოვალუტა, დაახლოებით, $20 000 ღირდა. 2018 წელს ბაზარი მნიშვნელოვნად შეამცირა სამთავრობო თუ ტრანსნაციონალური კომპანიების რეგულაციებმა. თუმცა, ახლა ბიტკოინის ფასი ნელ-ნელა ისევ იზრდება – 2019 წლის დასაწყისში კურსი $3300 იყო, აპრილში  კი $5,087 გახდა.

 

განხილვა