in

ბიტკოინის ფასი, დაახლოებით, 16%-ით გაიზარდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბიტკოინის ღირებულება, დაახლოებით, 16%-ით გაიზარდა. მოცემულ მომენტში (15:55) მისი ფასი, $6 782-ია. ასევე, თითქმის, 16%-ით მოიმატა ეთერიუმის ღირებულებამ და $140-ზე მეტი ღირს.  XRP-ის ფასი კი, დაახლოებით, 9%-ით გაიზარდა და ამ მომენტში, 16 ცენტზე მეტია.

CNBC-ის ინფორმაციით, ჯამში კრიპტოვალუტების (ყველასი ერთად) საბაზრო კაპიტალიზაცია $14 მილიარდით გაიზარდა და ახლა $182 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ასეთი აღმავლობის მიუხედავად, კრიპტოვალუტების ბაზარი არც თუ ისე მყარია. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბოლო, ყველაზე მკვეთრი ცვლილება, დაახლოებით, 2 კვირის წინ მოხდა – ყველა კრიპტოვალუტის ჯამური ღირებულება, 24 საათის განმავლობაში, საშუალოდ, 48%-ით დაეცა, მათი მესაკუთრეები კი $93.5 მილიარდით დაზარალდნენ.

Messenger-ის დეველოპერები ჯანდაცვის ორგანიზაციებს უსასყიდლოდ დაეხმარებიან

Guinness-ის ვირუსული პოსტერი, რომელიც ავტორმა 1 წუთში შექმნა