25
Jun
2019

ბიტკოინის ფასი იზრდება

25 Jun 2019

ბიტკოინი ისევ გაძვირდა – სავაჭრო პლატფორმაზე “Bitstamp” კრიპტოვალუტის ღირებულება, ამ დროისთვის, $11,318.00-ია. როგორც სფეროს ექსპერტები ამბობენ, ეს ტენდენცია მზარდია, ისინი ბაზრის გამოცოცხლებასა და კრიპტოვალუტის გაძვირებას, წლის მანძილზე ისევ  ვარაუდობენ.

2017 წლის ბოლოს, ეს კრიპტოვალუტა, დაახლოებით, $20 000 ღირდა. 2018 წელს ბაზარი მნიშვნელოვნად შეამცირა სამთავრობო და ტრანსნაციონალური კომპანიების რეგულაციებმა. თუმცა, ახლა ბიტკოინისფასი, ნელ-ნელა, ისევ იზრდება.

როგორც ექსპერტები ამბობენ, მომავალში, კრიპტოვალუტა აბსოლუტურად სხვა მიმართულებით განვითარდება. მათი თქმით, ერთ-ერთი მაგალითი უკვე სახეზეა – Facebook-ის Libra.

განხილვა