ბიტკოინის კაპატილაზია $900 მილიარდს მიუახლოვდა და Facebook-სა და “ტესლას” გადაუსწრო. შედეგად კი, მსოფლიოში ყველაზე ღირებულ აქტივად იქცა. კრიპტოვალუტის ფასმა დღეს, სამშაბათ დილას, ყველა დროის ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია და მისი არსებობის ისტორიაში პირველად გადააჭარბა $47 000-ს.
გარდა ბიტკოინისა, ღირებულების თვალსაზრისით, სხვა კრიპტოვალუტებმაც განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება, მათ შორისაა Dogecoin, Ethereum და Litecoin. ყველა კრიპტოვალუტის კომბინირებული საბაზრო კაპიტალი ახლა 1.4 ტრილიონი დოლარია.
აღსანიშნია, რომ ბიტკოინის ფასი სწორედ “ტესლას” განცხადების შემდეგ გაიზარდა, რომლის თანახმადაც კომპანიამ $1.5 მილიარდის ბიტკოინი იყიდა და მის ავტომობილების შეძენა ბიტკოინის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი. როგორც ჩანს, სულ რაღაც ერთ ღამეში 44 000 დოლარამდე გაიზარდა, რაც ბაზრის არასტაბილურობას უსვამს ხაზს.