4
Sep
2018

“ბიტმეინი” მსოფლიო ციფრული მაინინგის სამიტს საქართველოში გამართავს

4 Sep 2018

21-23 სექტემბერს ქალაქ თბილისში ბლოკჩეინინდუსტრიის მასშტაბური ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სამი დღის განმავლობაში სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ უმასპინძლებს. კონფერენცია ჩატარდება ბიტმეინისა და მისი პარტნიორი კომპანია BITKAN-ის მხარდაჭერით. ცერემონიას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გახსნის BITMAIN-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯიჰან ვუ.

შპს „ბიტმეინ ტექნოლოჯი“ ბლოკჩეინის ინდუსტრიაში, მაინერების წარმოებისა და მათი პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით მუშაობს. კომპანია კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში განკარგავს შემდეგ კრიპტომიმართულებებს: Antpool.com, BTC.com, connectBTC.com და hashnest.com, ასევე ჩართულია ხელოვნური ინტელექტის შექმნასა და განვითარებაში.

ბითმეინმა 2018 წლის მაისში  თბილისში წარმომადგებლობა  გაიხსნა,  რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კომპანიის დაინტერესებას საქართველოს მიმართ. მისი წარმომადგენელი კარლო ჭანტურია გვიყვება:

“აღნიშნული კონფერენცია  2018  წლის  ყველაზე გრანდიოზული და მნიშვნელოვანი  მოვლენა იქნება ბლოკჩეინისა და მაინინგის ინდუსტრიაში, მასში 1000-ზე მეტი სტუმარი და 30-ზე მეტი გამომსვლელი მიიღებს მონაწილეობას, რომლის უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეს წარმოადგენს. დამსწრე საზოგადოების ძირითად ბირთვს შეადგენენ: ბლოკჩეინინდუსტრიის სპეციალისტები, მასშტაბური მაინინგდატაცენტრების დამფუძნებლები, მაინინგპულების ექსპერტები და სხვა უამრავი გავლენიანი ფიგურა კრიპტოინდუსტრიიდან. სამიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბლოკჩეინ ინდუსტრიაში ჩართული საზოგადოების ურთიერთდაკავშირება, ახალი ბიზნეს იდეების განხილვა, პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარება.”

“მაინინგინდუსტრიაში საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. შესაბამისად, მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების დაინტერესება ჩვენი ქვეყნით, ბუნებრივია. საქართველოში მაინინგი ელექტროენერგიის მოხმარების მხრივ წამყვან პოზიციას იკავებს, აქედან გამომდინარე, ღონისძიებაზე განხილული იქნება მაინინგსექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა – ეკომაინინგი, რომლის პრაქტიკულ გამოყენებაზეც ისაუბრებენ მაინინგდათაცენტრების ხელმძღვანელები.

მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან, სამიტის მასშტაბისა და სტუმრების სტატუსიდან გამომდინარე, ის აუცილებლად გაზრდის ქვეყნის პოპულარიზაციას, ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვასა და ბლოკჩეინ ინდუსტრიის განვითარებას,” – აღნიშნა “ბითმეინის” წარმომადგენელმა თამაზ ღამბაშიძემ.

სამიტზე დასწრება შესაძლებელია ბილეთის შეძენის შემთხვევაში, http://www.miningconf.org/

[R]

განხილვა