in

პირველად საქართველოში, Bitnet-მა მომხმარებელს Crypto Christmas Box წარუდგინა

ის, რაც არავის უჩუქებია — საახალწლო კამპანია ბიტნეტისგან

ციფრული აქტივებისა და Crypto Exchange კომპანია ბიტნეტმა, პირველად საქართველოში, მომხმარებელს არატრადიციული საახალწლო საჩუქრის შეთავაზება წარუდგინა. ტოპ ქოინებით სავსე საახალწლო კრიპტო ბოქსი არის ის, რაც არავის უჩუქებია.

Bitnet-მა სამი სხვადასხვა ღირებულების კრიპტო ბოქსი მოამზადა, რაც ქართულ ბაზარზე ინოვაციურ პროდუქტს წარმოადგენს და ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს საშუალებას აძლევს, რომ სქესის, ასაკისა და ინტერესთა სფეროების განურჩევლად, მეგობრები ან გუნდის წევრები პირველი ინვესტიციის სიხარულით დაასაჩუქრონ.

კომპანიას შეთავაზებაში სამი ტიპის ბოქსი აქვს: კრიპტო სილვერი, კრიპტო გოლდი და კრიპტო პლატინუმი, რომელთა ფასიც $100-დან იწყება. მომხმარებელს შეუძლია, დაუკავშირდეს ბიტნეტის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს და მათი დახმარებით, სასურველი ბოქსი თავად შეარჩიოს.

პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

„კომპანიის მიზანს ტრადიციული საახალწლო საჩუქრების სანაცვლოდ, ალტერნატიული და უნივერსალური პროდუქტის შექმნა წარმოადგენდა, რომელიც ადრესატებისთვის გახდება ერთგვარი ბიძგი და მოტივაცია სწორი ინვესტირების კულტურის დასამკვიდრებლად.

შედეგიც სახეზეა: გსურს, აჩუქო ის, რაც არავის უჩუქებია?! — მაშინ იცოდე, რომ ბიტნეტის საახალწლო კრიპტო ბოქსები ადრესატებს უკვე ელოდებიან“ – აცხადებს ბიტნეტის მარკეტინგის დირექტორი, მანანა ქაჯაია.

[R]

როგორ აფასებს „მაკდონალდს საქართველო“ Spotlight-თან მეგობრობას

„ტექსფეროში განვითარების ტემპი საოცრად სწრაფია, Upgaming-ის გუნდი დამეხმარა, მესწავლა, ამ ტემპს როგორ ავყოლოდი“ – გაიცანი Upgaming-ის Front-End დეველოპერი