ციფრული აქტივებისა და Crypto Exchange კომპანია ბიტნეტმა, ქალთა დღეების ფარგლებში, მომხმარებელს ინოვაციური და სრულიად განსხვავებული პროდუქტი წარუდგინა.
კომპანიამ კრიპტო თაიგულის კონცეფცია შექმნა, რაც ქართულ ბაზარზე სიახლეს წარმოადგენს და მისი შინაარსი ქალთა გაძლიერების, ფინანსური თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და მათთვის მზარდი სამომავლო პერსპექტივების შექმნის ღირებულებებს მოიცავს.
ბიტნეტი როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კომპანიებს აძლევს საშუალებას, რომ დაასაჩუქრონ და გაანებივრონ ქალები მზარდი პერსპექტივების კრიპტო თაიგულით.
მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს „კრიპტო ასისტენტს“ ნომერზე: 032 205 00 22 (რაც ასევე ბიტნეტის ახალი, ინოვაციური სერვისია) და მისი დახმარებით, სასურველი ქოინებით, ნებისმიერი ღირებულების თაიგული შეადგინოს. ასევე, შეგიძლიათ პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიოთ ბმულს.
„იმის გათვალისწინებით, რომ მარტი ქალების თვეა, ბიტნეტის კამპანიით, რომელიც მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება, გვსურს, საზოგადოებაში ავამაღლოთ ცნობიერება გენდერული თანასწორობისა და ქალთა პოზიციონირების გამყარების მიმართულებით. სიყვარულის ვალუტებით სავსე კრიპტო თაიგულის სახით წარმოდგენილი ჩვენი ახალი პროდუქტი კი არის ის, რასაც ყველა ქალი იმსახურებს. ჩვენი კამპანიით ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მათთვის ძვირფასი ქალები მზარდი პერსპექტივებით დაასაჩუქრონ“, — აცხადებს ბიტნეტის მარკეტინგის დირექტორი, მანანა ქაჯაია.
[R]