in

„ბიტნეტს“ მარკეტინგის ახალი დირექტორი ჰყავს

ინოვაციური ტექნოლოგიებისა და Crypto Exchange კომპანია „ბიტნეტში“ მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე მანანა ქაჯაია დაინიშნა. „ბიტნეტამდე“ ის „ტრანსპორტერ ჯგუფის“ მარკეტინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

მანანა ქაჯაიას კარიერა, წამყვანი საავტომობილო ბრენდების იმპორტიორ კომპანია „ჯი-თი მოტორსში“, მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციით დაიწყო. შემდეგ, მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის რანგში, ის შეუერთდა ამიერკავკასიის რეგიონში რეკრეაციული, მოტო და სპეც. ტექნიკის წამყვან კომპანია „ტრანსპორტერ ჯგუფსა“ და მის შვილობილ კომპანიას ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით „მაუნთინ რეზორტს სოლუშანსს“.

პარალელურად, მანანა სააქციო საზოგადოება „კორპორაცია ქინძმარაულისა“ და მის შემადგენლობაში არსებული სასტუმრო „შატო ყვარელის“ უფროსი მარკეტინგის ოფიცერია და პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო მარკეტინგული პროექტებს განხორციელებას ხელმძღვანელობს.

„მარკეტინგის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, კრიპტო ინოვაციების კომპანიაში მუშაობა ჩემთვის ახალი გამოწვევაა.

„ბიტნეტი“ არის კომპანია, რომელიც ამაღლებს მომხმარებლის ცნობიერებას კრიპტო სამყაროს შესახებ. დღეს, კრიპტოვალუტის გამოყენება გაცილებით მარტივია და ჩვენ ვმუშაობთ, რომ საქართველოსა და მთელს რეგიონში ციფრულ აქტივებზე გავზარდოთ ხელმისაწვდომობა. 

ყოველთვის ვამბობ, რომ გაციფრულებულ სამყაროში, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, გამარჯვების სტრატეგიის მთავარი გასაღები ინოვაციურობისკენ სწრაფვაა, ახალი მიზნებისა და ჯანსაღი გამოწვევების დასახვით, რაც თანხვედრაში მოდის კომპანიის ღირებულებებთან. მჯერა, რომ ჩემს გუნდთან ერთად, ჩემი ხედვითა და სამუშაო პროცესის კონცეფციით შევძლებ „ბიტნეტის“ მიერ არჩეული გზის ღირსეულ ლიდერობას.”

[R]

თქვენც ნახეთ მეტროში ჯოკონდა? – „პეპელას” კამპანიაში ცნობილი გმირები თბილისის ქუჩებს მოედნენ!

1903-ში ფიქრობდნენ, რომ თვითმფრინავების განვითარებას 10 მილიონი წელი დასჭირდებოდა