in

მესის შოკოლადის ცრემლები

სარეკლამო სააგენტო “Wieden+Kennedy” სტუდია “EA” -სთან თანამშრომლობას განაგრძობს და “Fifa 2015”-ის რეკლამაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, მესი გადაიღო.

ვიდეო რგოლში კრეატორებმა მესის ემოციებზე “ითამაშეს” და “Fifa 2015”-ის რეკლამას სწორედ ეს განსხვავება შესძინეს. აქამდე მესის სხვა რეკლამაში არ უტირია.

რეკლამაში სამრეწველო დიზაინერების ჩართვა გახდა საჭირო, რადგან მესის ცრემლებისგან შოკოლადის გაკეთება გადაწყვიტეს. ათი მეტრის გაბარიტების მქონე ხელსაწყომ მესის სიხარულის და მწუხარების ცრემლები თეთრ და შავ შოკოლადად გადააკეთა.

იდეის თანახმად ფეხბურთელის ცრემლები ისეთივეა, როგორიც შოკოლადი – ტკბილი და მწარე. სწორედ ამიტომ მესის ცრემლებისგან შოკოლადის დამზადება გადაწყვიტეს.

“პამელა ანდერსონს ბანაობის საშუალებას არ აძლევენ” – “PETA”-ს ახალი კამპანია

“Phree”- ახალი თაობის ელექტრო კალამი