in

როგორ უნდა შეადგინოთ ბიუჯეტი ეკონომიკური კრიზისის დროს?

დღეს ბევრი ეკონომიკური მაჩვენებელი წითლად ანათებს… ზოგი რეცესიაზე საუბრობს, ზოგიც კი მრეწველობის სტრუქტურაში ელის დიდ ცვლილებებს. მრავალი გაურკვევლობის ფონზე დაგეგმვასა და ბიუჯეტის შედგენას იწყებენ, რაც, შესაძლოა, დიდ ვარდნასაც უსწრებდეს წინ. თუმცა ამ მომენტთან გასამკლავებლად ბიუჯეტირება არ არის საკმარისი… ახლა მოქმედებაა საჭირო. შემდეგი 4 გაკვეთილი კი ნებისმიერი ბიზნესის დაცვაში დაგეხმარებათ:

pasha-statiebi
pasha-statiebi

მოაწესრიგეთ თქვენი ფინანსური გაფრთხილების სისტემა

კომპანიების უმეტესობა საფრთხეს ძალიან გვიან ამჩნევს. ერთი მიზეზი კი ის არის, რომ ბიზნესის ბიუჯეტი ზოგადად აკონტროლებს შემოსავლებსა და ხარჯებს, მაგრამ არა ფულად ნაკადებსა და ბალანსს. ხოლო კომპანიების მაღალ დონეზე სამივე ერთმანეთთან არის დაკავშირებული, მაგრამ მნიშვნელოვანია, ისინი იმ ადამიანებმაც დაინახონ, რომლებიც შემოსავლებისა და დანაკარგების დაანგარიშებაზე არიან პასუხისმგებელნი (P&L). სავარაუდოდ, პირველები იქნებიან, ვინც შეკვეთების ნაკლებობას, ინვენტარის გაზრდას ან, თუნდაც, დაყოვნებულ საქმეებს შეამჩნევენ, მაგრამ ეფექტურად უარყოფენ კაპიტალის ხარჯებს და იშვიათად დააკვირდებიან ბალანსს, როგორც ფონდებისა და დანაზოგის წყაროს. შედეგად, ხშირად იმის ფართო მნიშვნელობასაც ვერ გაიგებენ, რასაც ხედავენ. 

ამიტომ, გადააკეთეთ თქვენი გეგმა, თვიური თუ კვარტალური მიმოხილვები ისე, რომ ნებისმიერმა, ვინც ბიზნესს მართავს, თქვენი სამივე ხედვა დაინახოს — P&L, ბალანსი და ფულადი ნაკადების მოძრაობა. გაიაზრეთ, სად არის თქვენი შემოსავალი ყველაზე მოწყვლადი და რას მოიტანს მოთხოვნების უეცარი ვარდნა. რა ხარჯებია რისკის ქვეშ? რა აქტივებზე მოახდენს ზემოქმედებას? ან რა ნიშნები გაგაფრთხილებთ?

მაქსიმალურად გაზარდეთ ფულადი სახსრების წარმოება

როცა ცუდი ან უბრალოდ უცნაური დროა, ფული მეფედ გვევლინება. ხოლო, როცა საპროცენტო განაკვეთი იზრდება, ეს ორმაგად მართალი ხდება. ამიტომ, საბრუნავი კაპიტალის მართვის ინიციატივები თქვენს გეგმებში ჩართეთ. პროექტები, რომლებიც ფულადი სახსრების მაქსიმალურ წარმოებაში დაგეხმარებათ, მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, იმის შეცვლა, თუ როგორ მართავთ თქვენსა თუ სხვის დავალიანებებს, მარაგის შემცირებასა და დისტრიბუციის დაჩქარებას. დააკონკრეტეთ, რამდენი უნდა დაიზოგოს, როდის და ვის მიერ, შემდეგ კი აქტიურად დააკვირდით პროგრესსა და თანმდევი ფულადი სახსრების გამომუშავებას. 

ამასთან, საკრედიტო ხაზების შემცირებით ნაღდი ფული უნდა გაზარდოთ. შეამოწმეთ, რა გაქვთ ბალანსზე — რომელი ჯობს, სატვირთო მანქანების ფლობა თუ მათი დაქირავება? აქტივებისა და პროცესების აუთსორსზე გადატანით, თქვენ ფიქსირებული ხარჯების ცვლადად ქცევა შეგიძლიათ, რაც საშუალებას მოგცემთ, ფულადი სახსრების ზრდასა თუ შემცირებას გაუმკლავდეთ. 

ჩამოაყალიბეთ პოტენციური სცენარები

რას მოუტანს რბილი, ზომიერი და მკაცრი ვარდნა მთლიანად თქვენს ბიზნესს ან მის თითოეულ ნაწილს? დააკონკრეტეთ — ინფლაციისადმი ყველაზე მეტად დაუცველი სად ხართ? მოთხოვნების ვარდნაა ეს თუ მიწოდების ჯაჭვის პრობლემა? რა ქმედებებს მიიღებთ თითოეულ შემთხვევაში? 

ააგეთ სამი სცენარი და სამი პასუხი. პირველი მარტივი ბერკეტია — მოქმედებები, რომლებიც დაზოგავს ფულს გრძელვადიანი ზიანის გარეშე, როგორიცაა, დაქირავება და მოგზაურობის გაყინვა, დისკრეციული და გარკვეული სახის მარკეტინგული ხარჯების შემცირება.

მეორე ბერკეტი კი მეტად მტკივნეულია, აქ ვარდნასთან გამკლავება საკმაოდ სიღრმისეული და გრძელვადიანი პროცესებისგან შედგება. მოიცავს ისეთ ნაბიჯებს, როგორებიცაა, ახალი პროდუქტის გამოშვების დაყოვნება ან კაპიტალური ხარჯების შემცირება. 

დაბოლოს, მოამზადეთ ე. წ. კრიზისის წიგნი — ქმედებები, რომლებიც მაშინ უნდა განხორციელდეს, როცა ბიზნესი დიდ გასაჭირში აღმოჩნდება. მაგალითად, რეორგანიზაცია, ბიზნესის ან მისი აქტივების გაყიდვა… ანალოგიურად მოიქეცით კონკურენტების შემთხვევაშიც. სად დაარტყამს ეს ვარდნა მათ ყველაზე ძლიერად? ან რას გააკეთებენ ისინი? 

დიახ, მოამზადეთ ეს სცენარები სწორედ მაშინ, როცა არ გჭირდებათ. ხოლო, როცა ბიზნესი კონკრეტული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, კითხვა გახდება არა, რა გავაკეთოთ, არამედ როდის დავიწყოთ მოქმედება. ამასთან, წინასწარ განსაზღვრეთ ინდიკატორები, რათა იცოდეთ, როდის აამოქმედოთ თითოეული ბერკეტი. მსგავსად, გაფრთხილებებსაც ვეღარ დააიგნორებთ… შემდეგ გამოიყენეთ ყოველთვიური და კვარტალური მიმოხილვები არა მხოლოდ გეგმის შესრულებაზე დასაკვირვებლად, არამედ იმ საკითხების ხელახლა დასადასტურებლად, რომლებზეც გეგმა ააგეთ. თანაც, დღევანდელ სწრაფ სამყაროში ის, რაც 6 თვის წინ გამართლებული იყო, უკვე აღარ არის სიცოცხლისუნარიანი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ცდებოდით, უბრალოდ ყველაფერი შეიცვალა. 

არ გამოიყენოთ გასული წლის მეთოდები

თქვენ ხარჯებისა თუ შემოსავლების აქტიური ხედვა გჭირდებათ. მიიღეთ ნულოვანი ბიუჯეტის მენტალიტეტი, რათა გაიგოთ, როგორ და სად აყალიბებს ბიზნესი ღირებულებას და სად, არა. კომპანიების უმეტესობა ამ მიდგომას იყენებს ხოლმე, რათა გაწმინდოს ის ნარჩენები, რომლებიც ჩვეულებრივ დანახარჯებში გროვდება. ეს ძლიერი უნარია, რომელსაც შეუძლია, სტრუქტურული ცვლილებებისა და სამუშაო დატვირთვის შემცირების შესაძლებლობები გამოამჟღავნოს.

მსგავს მეთოდს შემოსავლების პროგნოზირების დროსაც უნდა მიმართოთ. ბიუჯეტების უმეტესობა უფრო მეტად ხარჯებს უყურებს და არა, შემოსავლებს. ამის გამოსასწორებლად, უპირველესად, ყურადღება უნდა გაამახვილოთ თქვენს მთავარ მომხმარებლებზე და მათთან გულწრფელი, რეგულარული საუბრები უნდა გქონდეთ. როგორც ხარჯების მხარეს აკეთებთ, ზუსტად ისე დაადგინეთ, შემოსავლების ყოველი ცვლილება როგორ, როდის და ვის მიერ იქნება წარმოებული. დააკვირდით ამ მაჩვენებელს როგორც თვიურ, ისე კვარტალურ მიმოხილვებში. მომხმარებელთა მომგებიანობის გაანალიზებით კი, თქვენ შემოსავლების დაგეგმვას კიდევ მეტი ღირებულება შეგიძლიათ დაამატოთ. ხშირად მომხმარებელთა 20% რეალურად კარგავს თქვენს ფულს. ჯანსაღმა კომპანიამ კი მომხმარებელთა სია რეგულარულად უნდა შეამოწმოს.

დიახ, მოქმედება, თანაც, ამ ოთხი საკითხის გათვალისწინებით, მძიმე დროისთვის მომზადებაში დაგეხმარებათ. ხოლო თუ ინსტიტუციონალიზაციას შეუდგებით, ეს თქვენი გეგმის შეფასებისა და ბიუჯეტირების პროცესის იმაზე მაღალ დონეზე წარმართვაში შეგიწყობთ ხელს, ვიდრე სხვა კომპანიები აღწევენ. ეს მოგაწვდით ბიუჯეტს, რომელიც მოქმედებისთვის და არა, უბრალოდ კონტროლისთვის არის შექმნილი.

წყარო: HBR



DeepMind-ის ახალი AI ფეხბურთის თამაშს სწავლობს

„დაიკავეთ ადგილები, ვიწყებთ!“ – NS Studio-მ ხელნაკეთი ავეჯის პირველი კოლექცია შექმნა