გქონიათ სამსახურში ისეთი შემთხვევა, როდესაც თქვენი იდეის სხვა თანამშრომლებისთვის ახსნა გაგჭირვებიათ? გიფიქრიათ შუამავალ პირზე, რომელსაც ესმის ორივე მხარის? ეს ადამიანი ბიზნეს ანალიტიკოსია.
ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვესმის ამა თუ იმ კომპანიის პროდუქტის შესახებ, რომელიც მომხმარებელს არ მოეწონა. არადა თითქოს ყველა დეტალი წინასწარ გათვალეს და პროდუქტიც წარმატებული უნდა ყოფილიყო. შესაძლოა ეს გამოწვეული იყოს იმით, რომ პროდუქტის შემქმნელებმა სათანადოდ ვერ გაიგეს მომხმარებლის მოთხოვნები. ასეთი შემთხვევები ხაზს უსვამს კომპანიაში ბიზნეს ანალიტიკოსის რგოლის არსებობის მნიშვნელობას.
ბიზნეს ანალიტიკოსი არის ის ადამიანი, რომელიც ერთი მხრივ დამკვეთს ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში და მეორე მხრივ ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი ფორმით აწვდის ტექნიკურ პერსონალს. გამოდის, რომ ბიზნეს ანალიტიკოსი გარკვეული სახის თარჯიმნის ფუნქციასაც ასრულებს და ბიზნეს დავალებას ტექნიკურ დავალებად გარდაქმნის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის არის შუამავალი რგოლი ორ ისეთ განყოფილებას შორის, რომლებმაც ერთმანეთის ენა არ იციან.
ბიზნეს ანალიტიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად გადასცეს დამკვეთის მოთხოვნები ტექნიკურ შემსრულებლებს. ე.წ. “ხის საქანელის” (Tree Swing) ილუსტრაცია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია.
10-15 წლის წინ კომპანიებში იშვიათად თუ შეხვდებოდით ბიზნეს ანალიტიკოსს. დღეს ორგანიზაციები უკვე ხედავენ ამ პოზიციის არსებობის მნიშვნელობასა და საჭიროებას. სწორედ ამიტომ, სულ უფრო მეტი კომპანია ასაქმებს პროფესიონალებს ამ მიმართულებით.
მართალია გაიზარდა ბიზნეს ანალიტიკოსის დასაქმების არეალი, მაგრამ საქართველოში ამ პოზიციისთვის გამიზნულ სასწავლო კურსებს ნაკლებად შეხვდებით. “მართვის აკადემიის” ტრენინგს “ბიზნეს ანალიტიკას” ქართულ რეალობაში ანალოგი არ აქვს. მისი საშუალებით კომპანიებში მომუშავე თანამშრომლები სწავლობენ თუ როგორ გაიარონ გზა პროდუქტის იდეიდან მის დანერგვამდე. ტრენინგს უძღვებიან “მართვის აკადემიის” ტრენერები მარიკა კლდიაშვილი და ვანო ნადირაძე. ორივე მათგანს ტრენინგების ჩატარების მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება აქვს და წლების მანძილზე უმუშავიათ ბიზნეს ანალიტიკის სფეროში.
ვანო ნადირაძის თქმით, კურსის განმავლობაში ტრენერები მაქსიმალურად იყენებენ საერთაშორისო გამოცდილებას. ხოლო ტრენინგის უმეტესი ნაწილი დაფუძნებულია პრაქტიკაზე. რას აკეთებს ბიზნეს ანალიტიკოსი, რა ეტაპებს გადის იდეის დაბადებიდან მის ჩაბარებამდე, რა დოკუმენტებს ადგენს – ყველაფერ ამას მონაწილეები “მართვის აკადემიის” ტრენინგზე გაეცნობიან. შედეგად კი ისინი მეორე დღიდანვე შეძლებენ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. იგივეს აღნიშნავენ ტრენინგების მონაწილეები.
მარიკა კლდიაშვილი ამბობს, რომ “მართვის აკადემიის” ტრენინგი მონაწილეებს ცვლილებებისკენ უბიძგებს: “ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრი ახალი პროექტია, სულ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს ცვლილებებზე. ასეთი ფრაზაც კი არსებობს, რომ ერთადერთი კონსტანტა ჩვენ გარშემო არის მუდმივი ცვლილება.”
საქართველოში კომპანიების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. სულ უფრო მეტი ორგანიზაცია ასაქმებს ბიზნეს ანალიტიკოსებს. “მართვის აკადემია” კი მონაწილეების ახალ ნაკადს მომავალი წლის დასაწყისისთვის ელოდება.