თანამედროვე სამყაროში საინფორმაციო ტექნოლოგიურმა მიღწევებმა სულ უფრო მეტად განაპირობა მონაცემთა დამუშავების და მათი გამოყენების შესაძლებლობები. ბიზნეს ანალიტიკოსის პროფესიაც ამ პროგრესის კვალდაკვალ ჩამოყალიბდა. დიდი ხანი არ არის, რაც მსოფლიოს უნივერსიტეტებმა დაიწყეს ბიზნეს ანალიტიკის პროგრამების სწავლება და სწორედ ამ სიახლის ფეხდაფეხ მიდის საქართველოს უნივერსიტეტი.
პროგრამის შესახებ ჩვენთან ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორმა, მაია ამაშუკელმა ისაუბრა.
„თუ გადავხედავთ დასაქმების ყველაზე რეიტინგულ ვებგვერდებზე განთავსებულ ვაკანსიებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადვილი შესამჩნევია, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პროფესიონალ ბიზნეს ანალიტიკოსზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.
ბუნებრივად გაჩნდა სურვილი, რომ ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით საქართველოს უნივერსიტეტშიც შექმნილიყო ბიზნეს ანალიტიკის პროგრამა.
პროგრამაზე მუშაობის პროცესში უნივერსიტეტმა მოიწვია დარგის წამყვანი, გამოცდილი, მაღალკვალიფიციური, პრაქტიკოსი სპეციალისტები. ისინი დაგვთანხმდნენ პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობაზე, რადგან მათ ყველაზე კარგად ესმოდათ, რომ საბაკალავრო პროგრამის შემუშავება ხელს შეუწყობდა დარგში შექმნილი დეფიციტის პროფესიული კადრებით შევსებას.
და უკვე 2023 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტში, საქართველოში პირველი აკრედიტებული ბიზნეს ანალიტიკის პროგრამა ჩაეშვება. პროგრამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების და მათემატიკური მეთოდების კომბინაცია, რომლის უმთავრესი მიზანია ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია.
ჩვენთან ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ შრომისმოყვარე, მოტივირებულ, ამბიციური სტუდენტებს მივცეთ თანამედროვე განათლება ისეთ მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიაში როგორიც ბიზნეს ანალიტიკაა.
იმისთვის რომ დაინტერესებულ აბიტურიენტებს მეტი წარმოდგენა შევუქმნათ ბიზნეს ანალიტიკის სპეციალობის შესახებ, 15 და 16 თებერვალს გთავაზობთ ორდღიან ონლაინ ტრენინგს „ბიზნეს კომუნიკაცია ანალიტიკოსებისთვის და ცვლილებების მართვა“.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
[R]