in

„ბიზნეს დაჯილდოება 2021“ იწყება!

„ბიზნეს დაჯილდოება 2021“ განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით დაიწყო. უკვე მეექვსე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნეს დაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნეს სოციუმის შექმნა და ბიზნესების მხარდაჭერაა.  2016 წლიდან დღემდე, დაჯილდოებაში 2500-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

დაჯილდოება მიზნად ისახავს, წაახალისოს ის ბიზნესები, რომლებიც განვითარებას არ წყვეტენ და მუდმივად ცდილობენ რაღაც ახალი, საინტერესო და გამოსადეგი შესთავაზონ მომხმარებელს, იქნება ეს მომხმარებელზე ორიენტირებული თუ ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება.

წელს დაჯილდოებას ორი მნიშვნელოვანი ნომინაცია დაემატა, ჟიური საუკეთესო ბიზნესებს შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს:

  • საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის
  • საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
  • საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისთვის
  • გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

თითოეულ ნომინაციაში საუკეთესოს გამოსავლენად ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანების ჯგუფი იზრუნებს, რომლებიც გამარჯვებულებს რამდენიმე კრიტერიუმით გამოავლენენ.

თიბისი ბიზნესისთვის და ჟიურისთვის მნიშვნელოვანია თითოეულ ნომინაციაში აღმოაჩინონ ისეთი ბიზნესები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით საზოგადოებაზე დადებით გავლენას ახდენენ, არიან შთამაგონებლები სხვებისთვის და უკეთესობისკენ ცვლიან მომხმარებლის ქცევას.

წელს, გამარჯვებულები თავიანთ ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ახალ პრიზებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას სამი მიმართულებით სთავაზობს:

  1. ახალი ვებგვერდის შექმნა
  2. ბრენდის სტრატეგიის შექმნა
  3. მედია მხარდაჭერის უზრუნველყოფა

მონაწილეთა რეგისტრაცია 16 სექტემბრიდან,  ბიზნეს დაჯილდოების ვებგვერდზე დაიწყება და 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამარჯვებულებს დეკემბერში გამოავლენენ.

ბიზნეს დაჯილდოების პარტნიორები არიან: EFSE Entrepreneurship Academy და Forbes Georgia.

 

[R]

Lucid Air 520 მილის მაჩვენებლით ყველაზე დიდი დიაპაზონის მქონე ელექტრომანქანაა!

ბიზნესდაჯილდოება – პლატფორმა ბიზნესის მხარდაჭერისთვის