8
Dec
2017

ბიზნესდაჯილდოება 2017-ის გამარჯვებულები ცნობილია! #გააზიარეწარმატება

8 Dec 2017

სულ ცოტა ხნის წინ, 7 თვიანი პროექტი, ბიზნესდაჯილდოება 2017 დასრულდა და ცნობილი გახდა იმ კომპანიების ვინაობა, რომლებიც დამოუკიდებელი კომისიის გადაწყვეტილებით, 661 აპლიკანტს შორის, საუკეთესოები აღმოჩნდნენ. მარკეტერი წარმოგიდგენთ ღონისძიების გამარჯვებულებს:

„წლის ინოვაციური ბიზნესი“ – FINA LLC
„წლის სტარტაპერი“ – Hippie • ჰიპი
„წლის ქართული პროდუქტი“ – კულა // Kula // Кула
„წლის აგრო ბიზნესი“ – შპს ნიბა / LTD Niba
„წლის მცირე ბიზნესი“ – Dasta Records Management
Geocell – ჯეოსელი-ს სპეციალური ნომინაცია, „წლის სოციალური საწარმო“ – EthnoDesign ეთნოდიზაინი
„წლის ბიზნესი“ – Dio . დიო.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, ცნობილი გახდა „წლის სტარტაპერის“ ვინაობა, რომელიც ორკვირიანი ელექტრონული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპის შედეგად, გახდა Hippie • ჰიპი.

#გააზიარეწარმატება – ამ სლოგანით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება, თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ორგანიზებით, წელს უკვე მეორედ იმართება. ბიზნესდაჯილდოების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ახალი ბიზნესების შექმნას და მხარი დაუჭიროს არსებული ბიზნესების განვითარებას. ორგანიზატორები პროექტში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევენ, თავიანთი წარმატების ისტორიები სოციალური ქსელებისა და მედიის მეშვეობით მთელს საქართველოს გაუზიარონ.

განხილვა