in

ბიზნეს დაჯილდოება 2021-ის ფინალისტები ნომინაციაში “საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის”

ნომინანტებს შორის მოხვდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა ოკტოპუს ფიტნეს კლუბი, PROFY და ქარი

Startauperi
Startauperi

უკვე მეექვსე წელია, თიბისის ბიზნეს დაჯილდოება წარმატებით ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში პლატფრომამ 2500-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი ბიზნესის წარმატების ისტორია საზოგადოებას გაუზიარეს. ახლა კი მათ რიცხვს კიდევ რამდენიმე წევრი შეუერთდება — სულ მალე უკვე შერჩეული ფინალისტებიდან 5 კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდებია.

დღეს ერთ-ერთ ნომინაციაზე ვისაუბრებთ, სახელწოდებით “საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის”ნომინაცია ეხება იმ პროდუქტს ან მომსახურებას, რომელმაც 2021 წელს მნიშვენლოვან და დიდ წარმატებას მიაღწია – გააუმჯობესა ხარისხი ან ეფექტური რებრენდინგისა თუ მარკეტინგული კამპანიის შედეგად, შეძლო ცნობადობის, მომხმარებლების რაოდენობისა და გაყიდვების ზრდა.

ამჯერად ფინალისტებს შორის მოხვდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა ოკტოპუს ფიტნეს კლუბი, PROFY და ქარი. 

გიორგი ასათიანი – ოკტოპუს ფიტნეს კლუბის დამფუძნებელი: 

“ოკტოპუს ფიტნეს კლუბი არის საქართველოში ყველაზე მსხვილი ფიტნეს კლუბების ქსელი – რომელიც დაარსდა 2016 წელს. ოკტოპუსი არის სივრცე  ჯანსაღი და თავისუფალი ცხოვრების სტილის მოყვარულთათვის. მომსახურების ხარისხით მან სწრაფად დაიმკვიდრა თავი ქართულ ბაზარზე და დღეს ის ლიდერია.

კლუბი  გამოირჩევა კონცეპტუალური სიახლეების დანერგვით. “ოკტოპუსი” არის ადგილი, სადაც მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ერთ სივრცეში მიიღოს სხვა და სხვა ტიპის მომსახურება, ექსკლუზიური შეთავაზებებით. ჩვენ ვიყავით პირველები რომლებმაც მომხარებელს შევთავაზეთ ულიმიტო ჯგუფური ვარჯიშები და ამ ეტაპისთვის გვაქვს 250 ზე მეტი ჯგუფური ვარჯიში კვირის განმავლობაში. ასევე ჩვენს მომხარებელს ვთავაზობთ 24 საათიან მომსახურებას კვირაში 7 დღე.

კლუბი ორიენტირებულია პროგრესზე, მუდმივ განვითარებასა და თანამედროვე ტენდენციების დანერგვაზე, რაც აისახება ჩვენს შეთავაზებებში. „ოკტოპუსი“ ერთადერთია, სადაც გამარტივებულია წვდომა სერვისებზე და მომხმარებელს შეუძლია თავისი ანგარიში მართოს ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად. ამისთვის შეიქმნა ჩვენი მობილური აპლიკაცია.

კოვიდ პანდემიის პერიოდში ჩვენ გამოვიარეთ საკმაოდ რთული ბოლო 2 წელი, თუმცა მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისათვის რომ ეს სირთულეები არ დატყობოდა ჩვენს მომსახურებას და ჩვენი კლუბის წევრებისთვის კვლავ შეგვეთავაზებინა ის საუკეთესო მომსახურება რასაც ისინი არიან შეჩვეულები. გვიხარია რომ ჩვენმა მომხარებელმა დაინახა ჩვენი შრომა და დაგვიბრუნდა.

ვფიქრობთ რომ ვაკეთებთ ნამდვილად ძალიან ღირებულ საქმეს – რომელიც არ არის მარტო ჩვენი მოქალაქეების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არამედ სულიერ მდგომარეობაზე – რადგან ძალიან ბევრისთვის ჩვენი კლუბები არის ის ოაზისი, რომელიც არის იდეალური სივცრე იმ სტრესთან გასამკლავებლად რაც ჩვენს ყოველდღიურობას თან ახლავს.

კლუბის ძირითადი ღირებულებები ინტეგრირებულია ჩვენივე სახელწოდებაში – OK – პოზიტიური განწყობისა და ინსპირაციის წყაროსთვის; TOP –კონკურენტუნარიანობისა და გამარჯვებისკენ სწრაფვისთვის; US – მეგობრული და გუნდური გარემოსათვის.

ოკტოპუსი არის 100% ქართული პროდუქტი, რომელიც გამოირჩევა საკმაოდ მაღალი ცნობადობით და გვიხარია რომ ჩვენი მუშაობით შევძელით დაგვემყარებინა მჭიდრო კავშირები ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებთან, რისი მეშვეობითაც 2020 წელს გავხდით Life Fitness ოფიციალური ტრეინინგ ცენტრი საქართველოში.”

სოსო ჩხიკვაძესაყოფაცხოვრებო სერვისების პლათფორმა PROFY- CEO:

Profy ქართულ ბაზარზე 2018 წლის ბოლოს გამოჩნდა. პლატფორმა ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებელსა და სერვისის მიმწოდებელს.

თავდაპირველად ჩვენი სერვისების ასორტიმენტი შემოიფარგლებოდა მხოლოდ ხელოსნის მომსახურებით, მაგრამ ნათლად დავინახეთ რომ მოდელი, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობდით, იყო მათთვის მისაღები, მარტივი და კომფორტული. მათგან მუდმივად ვიღებდით უკუკავშირს, თუ რა ტიპის სერვისები იქნებოდა მათთვის სასურველი და საინტერესო. შესაბამისად პლათფორმაზე გაჩნდა ახალი სერვისების დამატების საჭიროება. ერთერთი ასეთი ახალი სერვისის კატეგორია იყო სახლის დალაგება, რომელიც მოკლე დროში გახდა  საკმაოდ პოპულარული და დღესდღეისობით ერთერთი ფლაგმანი სერვისია ჩვენი მრავალფეროვანი სერვისების ასორტიმენტიდან.

ამ ეტაპისთვის პლატფორმაზე დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა 50 000- აჭარბებს და მიუხედავად პანდემიისა ზრდის ტემპისა არასდროს გაგვიჩერებია. ჩვენი წარმატების გასაღები არის ის, რომ მომხმარებელს მუდმივად ვთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას და მთელი გუნდი ამისათვის ყოველდღიურად დაუღალავად შრომობს

ვზრუნავთ როგორც თითოეულ მომხმარებელზე, ისე ყველა სერვისის მიმწოდებელზე ვინც ჩვენთან არის დარეგისტრირებული. ვცდილობთ, რომ მუდმივად გავითვალისწინოთ რჩევები, რომლებსაც უკუკავშირის სახით ვიღებთ. ახლახანს გავაუმჯობესეთ სერვის პროვაიდერების აპლიკაცია, რადგან უფრო მარტივი, სწრაფი  და გასაგები ყოფილიყო მოხმარების პროცესი.  

და ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ  დღეს უკვე ბევრი ადამიანის მეგობარია PROFY, სახლის საყოფაცხოვრებო საქმეზე თუ რამე გადაუდებელი სიტუაციების დროს მათ გვერდით აღმოჩნდება ხოლმე და შედეგისთვის მზად არის დაუღალავად იშრომოს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ზრუნავს და გვერდში უდგას მომხარებელს ნებისმიერ სიტუაციაში. ყოველთვის გვინდა ახსოვდეთ, რომ PROFY დაალაგებს, PROFY შეაკეთებს, PROFY გამოუცვლის.

ჯუღა სიხარულიძე – ქარის საოპერაციო დირექტორი:

“ქარი” ელექტრომოპედების პირველი ქართული საზიარო სერვისია, რომელიც თბილისში  2021 წელს გამოჩნდა. 

საქართველოში ელექტრონული ტრანსპორტი ჯერჯერობით განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო მიმოსვლის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელ ელემენტად მიიჩნევა.  აქედან გამომდინარე, “ქარის” წამოწყება რისკებსაც შეიცავდა, თუმცა მალევე დავინახეთ, რომ რისკმა გაამართლა – ჩვენი სერვისით მომხმარებელი მალევე დაინტერესდა. ბევრი ვიმუშავეთ, რომ მოპედით სარგებლობის გამოცდილება მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო ყოფილიყო – შევქმენით აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოპედების პოვნა, დაჯავშნა და გამოყენება. გარდა ამისა, აპლიკაციის მეშვეობით შეგვიძლია ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ აქციები, პრომო კოდები და სხვადასხვა ფასდაკლებები;

ჩვენი თავდაპირველი მიზანი მდგრადი ეკოლოგიური ტრანსპორტის პოპულარიზაცია იყო, თუმცა კოვიდმა ცხადყო, რომ ქალაქის მასშტაბით მოპედების გამოყენებას სხვა უპირატესობებიც აქვს – ქარის მომხმარებლები არამხოლოდ საზოგადო ტრანსპორტის ან კერძო ავტომობილების დახურულ სივრცეს არიდებენ თავს, არამედ დისტანცირებაც ეფექტურად გამოსდით.

თუმცა, ალბათ “ქარის” ყველაზე გამოკვეთილი უპირატესობა საცობებისთვის თავის არიდებაა. სამუშაო სივრცეებისა და ოფისების გააქტიურებასთან ერთად ქალაქის ქუჩები უფრო გადაიტვირთა, რამაც არამხოლოდ მოძრაობა შეაფერხა, არამედ საპარკინგე ადგილების სიმწირეც გამოიწვია. ქარით ეს ორივე პრობლემა მარტივად გვარდება – მითუმეტეს, რომ როგორც სამოძრაო, ისევე მოპედის გასაჩერებელი ზონები აპლიკაციის რუკაზეა აღნიშნული.

როგორც აღმოჩნდა, ქართული ურბანული რეალობისთვის ეკო-ტრანსპორტი ბუნებრივი ელემენტია. თუ წლების წინ ელექტროძრავი ერთეული და განსაკუთრებული მოვლენა იყო, ამჟამად ქარის ეკო-მოპედებს უკვე მყარი ადგილი უკავია ქალაქის ყოველდღიურობაში. აქედან გამომდინარე, ქარის სამომავლო გეგმები მოპედების გარდა სხვა ეკო-ტრანსპორტის წარდგენასაც უკავშირდება, რამაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გააუმჯობესოს და გააჯანსაღოს ურბანული მობილობა.

Nexia წლის გლობალური ქსელი!

1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი ჰონგ-კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსზე, ქართულმა ბრენდმა „ნაბერაულმა“ მორიგი აღიარება მოიპოვა!