12
Nov
2015

ბიზნეს-ისტორიების კალეიდოსკოპი: წარმატების ანატომია

12 Nov 2015

biznes-kaleidoskopi

pasha-statiebi
pasha-statiebi

ნებისმიერ სფეროში (პოლიტიკაში, ხელოვნებაში, ბიზნესში) წარმატებითია ადამიანი, რომელიც იღებს ეფექტიან გადაწყვეტილებებს (რა და როგორ უნდა გაკეთდეს) და ახდენს ამ გადაწყვეტილებების განხორციელების ორგანიზებას. ეს მოითხოვს ადამიანის ხასიათის გარკვეულ თვისებებს – განსხვავებულ სხვა და სხვა სფეროში.

“ბიზნესში წარმატების ანატომიის“ ტრენინგი მისცემს მსმენელს საშუალებას უკეთესად გაერკვეს საკუთარი ხასიათის თვისებებში და შედეგად სრულად მოახდინოს არსებული ბიზნეს-პოტენციალის რეალიზება.

ტრენინგი შედგება სამი ნაწილისგან. პირველ ნაწილში „წარმატების ანატომია“ ხუთი ბიზნესში წარმატებული ადამიანის ავტობიოგრაფიული წიგნის მასალის საფუძველზე მოვახდენთ მათი ხასიათის შედარებით ანალიზს და გამოვყოფთ საერთო თვისებებს რომლებიც განაპირიბებენ მათ წარმატებას. შედეგად მივიღებთ ბიზნესში წარმატებული ადამიანის ფსიქოლოგიურ პროფილს. პარალელურად გავამახვილებთ ყურადღებას შემდეგ საკითხებზე, რაც გაუადვილებს მსმენელს საკუთარი ხასიათის თვისებებში გარკვევას: პიროვნება და წარმატება ბიზნესში; ხასიათი და ხასიათის თვისებები; მინცბერგის სამკუთხედი; ხასიათის თვისებების ფორმირება-განვითარების პროცესი; გენეტიკური ფაქტორი და გარემოს გავლენა; ხასიათის თვისებების ბლოკირება და ბლოკის მოხსნა.

ბიზნესში მიღწეული წარმატების შენარჩუნება მოითხოვს ყურედღებას და გარკვეულ ძალისხმევას. ტრენინგის მეორე ნაწილს დავუთმობთ წარმატებული მენეჯერების მიერ დაშვებული საბედისწერო შეცდომების ანალიზს.

ტრენინგის მესამე ნაწილში დავუბრუნდებით წარმეტებული ბიზნესების სხვა მაგალითების უფრო ღრმა და მრავალმხრივ განხილვას.

ტრენინგის პირველი ნაწილი ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება:

14-15 ნოემბერი რიჩარდ ბრენსონი

18-19 ნოემბერი სემ უოლტონი

29-30 ნოემბერი ტონი შეი

08-09 დეკემბერი ილონ მასკი

19-20 დეკემბერი დონალდ ტრამპი

კურსზე რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს და აირჩიეთ სასურველი. თითოეულ კურსზე დასწრების ღირებულებაა 100 ლარი, ხუთივეზე დასწრების შემთხვევაში მოქმედებს 20% ფასდაკლება. ტრეინინგის ჩატარების საათები მითითებულია სარეგისტრაციო გვერდზე.

http://sapientisat.club/mycourses.php

პროექტის ავტორია ნიკოლოზ მარკოზაშვილი, ESM-ის დაარსებიდან ბიზნესის სკოლის გაყიდვამდე მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი.პედაგოგიური საქმიანობის გარდა, ნიკოლოზ მარკოზაშვილი წლების მანძილზე მუშაობს ბიზნეს კონსალტინგის სფეროში, არის 70-მდე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, და ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი.



განხილვა