in

ბიზნეს მარათონი „20 = 200“

579726_240661749412812_156627101_n14 ივლისს, რუსთავში ბიზნეს მარათონი „ 20 = 200“ გაიმართება. გუნდებათ დაყოფილ ბიზნეს იდეების ავტორებს საწყისი კაპიტალი 20 ლარი გადაეცემათ. 12 საათის განმავლობაში რომელი მათგანიც უფრო მეტ თანხას იშოვის, გამარჯვებულიც ის იქნება. პრიზი მოპოვებული თანხა და წაგებული გუნდების თანხის 20% -ია.

 მარათონის ერთ-ერთი ორგანიზატორი ქრისტი კაპანაძის თქმით, ამ პროექტის მთავარი მიზანი ბიზნეს „ინკუბატორების “ შექმნაა, სადაც გაჩნდება იდეები და შემდეგ მათი სისრულეში მოყვანაც შესაძლებელი იქნება. „შემოსული იდეებიდან ვარჩევთ 15 საუკეთესოს, გასაუბრებით კი მარათონის ფინალისთვის 10 მათგანს ვტოვებთ. შემდეგ იწყება მეორე ეტაპი: ვამზადებთ მონაწილეებს , ვაძლევთ რჩევებს, როგორ წარმართონ და განახორციელონ თავიანთი ბიზნეს იდეა.

უშუალოდ მარათონის დღეს გამარჯებულად ცხადდება, ის ვინც დილის 10- საღამოს 10 საათამდე ყველაზე მეტ თანხას იშოვის მიღებული საწყისი კაპიტალით. წელს  25 იდეა შემოვიდა, დაახლოებით  75 მონაწილეა “.  მარათონის ერთ-ერთი ორგანიზატორი კრისტი კაპანაძე  ერთ-ერთი მარათონის გამარჯებულია. საწყისი კაპიტალით მან ხილი და შაქარი შეიძინა და მყიდველებისთვის წვენისა და ხილის ასორტის შეთავაზებით ყველაზე მეტი კაპიტალი – 447 ლარი შეაგროვა. ბიზნეს მარათონი წელს მესამედ ხორციელდება. ორგანიზატორი ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრია, მხარდამჭერი კი – ეკონომონიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს უნივერსიტეტი.

ორგანიზატორების თქმით, მარათონი წელიწადში ორჯერ გაიმართება. მომდევნო შეჯიბრება სავარაუდოდ, ბათუმში იქნება. ზოგადად, პრიორიტეტული რეგიონები იქნება. ქრისტი კაპანაძე თვლის, რომ ეს მარათონი მონაწილეებს სამომავლოდ  წარმატებაშიც დაეხმარება. იგეგმება იმ ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა, რომლის ავტორებიც შეჯიბრის მონაწილეები უკვე იყვნენ. „ჩვენი მიზანი ბიზნეს იდეების თავმოყრაა ასე ვთქვათ, “ბიზნეს ინკუბატორის” მოწყობა, რომ მონაწილეებმა საკუთარი იდეების რეალიზება მოახდინონ. ასევე გვინდა, რომ ერთი მარათონით არ დასრულდეს მათთვის ყველაფერი და ვცდილობთ უკვე ჩამოყალიბებული საქმის გაგრძელებაშიც დავეხმაროთ “.

გაყევი უსაფრთხო გზას

მოეფერეთ ერთმანეთს სიშორის მიუხედავად