in

რა უპირატესობებს გვთავაზობს საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი?

საქართველოს ბანკმა ბიზნესმენებს საკმაოდ თამამი წინადადება შესთავაზა: „გახდით საკუთარი ბიზნესის დირიჟორებიო“ და მოწოდებას შესაბამისი სიახლეც დაურთო თან. როგორც ინოვაციური ბანკი ციფრულ პროდუქტებში, ბიზნესის ინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად კი მომხმარებელს ახალ პლატფორმას — ბიზნეს მენეჯერს სთავაზობს, რომელიც თვითმომსახურების ხელსაწყოებს აერთიანებს.

სიახლესთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილს გავესაუბრეთ.

M: გიორგი, უფრო დეტალურად ავხსნათ, რა არის ბიზნეს მენეჯერი და რას სთავაზობს ის მომხმარებლებს, „ბიზნესისთვის სადირიჟოროდ“?

ბიზნეს მენეჯერი ახალი ციფრული პლატფორმაა ბიზნესებისთვის და სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: გადახდების მენეჯერი, Ads მენეჯერი და API მენეჯერი. ბიზნეს მენეჯერი ბიზნესს განვითარების ნებისმიერ საფეხურზე დაეხმარება საკუთარი ბიზნესის მართვასა და ზრდაში. 

საოპერაციო ეფექტურობა, საკუთარი ბიზნესის თუ მომხმარებლების ანალიზი, გაყიდვების ზრდა თუ ახალი სერვისების შექმნა — ამ ყველა მიზნის მიღწევაში ბიზნეს მენეჯერს შეუძლია მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭიროს საქართველოს ბანკის პარტნიორი ბიზნესების ყოველდღიურობაში.

M: რამდენად დიდი უპირატესობა იქნება ბიზნეს მენეჯერის გამოყენება ბიზნესებისთვის?

ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია გადახდების მიღების შესაძლებლობა და რაც შეიძლება ფართო მეთოდების დანერგვა, რათა მომხმარებელი არ დაკარგოს; ამავდროულად, საშუალება, რომ ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობაც მარტივად აწარმოოს. გადახდების მენეჯერი კი გადახდების მეთოდების (საბარათე; განვადებით; ნაწილ-ნაწილ; Apple Pay-ით და Google Pay-ით გადახდა) ერთ სივრცეში მართვის შესაძლებლობას იძლევა — ონლაინ თუ ფიზიკურ სივრცეში. 

ხოლო საოპერაციო ეფექტურობისთვის მომხმარებელს შეეძლება, manager.bog.ge-დან მართოს გადახდების ტრანზაქციები, ამონაწერი; მისცეს სხვადასხვა როლის თანამშრომელს შესაბამისი ფუნქციონალის მართვის შესაძლებლობა და გააკეთოს საკუთარი ბიზნესის ანალიზი. 

ადრე ბიზნესს სჭირდებოდა, თავად გაეკეთებინა პროგრამული უზრუნველყოფა ან დამატებითი ხარჯები გაეწია იმისათვის, რომ ერთ სივრცეში ენახა ონლაინ ტრანზაქციები; საბუღალტრო მიზნებისთვის კი სხვადასხვა არხიდან მიეღო ინფორმაცია დღის ჩარიცხვებსა და გატარებებზე… თუმცა ახლა, მხოლოდ იმიტომ, რომ ბიზნესი საქართველოს ბანკის მომხმარებელია, ეს ყველაფერი ერთიანი ციფრული პლატფორმით ხდება ხელმისაწვდომი, რაც ხარჯებსაც შეამცირებს და პროცესებს მეტად ეფექტურსაც გახდის. 

საოპერაციო ნაწილის გარდა, ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ზრდა, განვითარება და გაყიდვების მატება. ამ საჭიროების დაფარვაში კი მათ Ads მენეჯერი დაეხმარებათ. ისინი, ერთი მხრივ, მომხმარებლის ანალიტიკის ნახვას შეძლებენ, რაც დღეს ბიზნესებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა — იცოდნენ, ვინ არის მათი სეგმენტი, როგორი ტიპის და მახასიათებლების მომხმარებელს უყვარს ყველაზე მეტად მათი პროდუქცია ან სერვისი.

მეორე მხრივ კი, კამპანიების მოდულის დახმარებით, საქართველოს ბანკის შეთავაზებების სახით შეძლებენ, ციფრულად მიაწვდინონ ხმა მათთვის მნიშვნელოვან აუდიტორიას. ამისათვის საქართველოს ბანკის ციფრულ არხებს გამოიყენებენ, რომლებსაც 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი მოიხმარს ყოველთვიურად.

ბოლოს API მენეჯერი კი ციფრულ ბიზნესებს საბანკო სერვისების საკუთარ ციფრულ პროდუქტებში ინტეგრაციაში დაეხმარება — მაგალითად, ღია ბანკინგის სერვისების, ავტომატური ტრანზაქციების, იდენტიფიკაცია/ავტორიზაციის სერვისი და სხვა.

M: გარდა დამატებითი კომფორტის შეთავაზებისა, რა პრობლემებს უჭრის ბიზნეს მენეჯერი მომხმარებლებს?

მარტივად შეძლონ ბიზნესის ოპერირება სხვადასხვა გადახდის მეთოდის გააქტიურებით, ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობა შეასრულონ (გადახდების მონიტორინგი, თანხის დაბრუნება, განვადების გაუქმება, ამონაწერის ამოღება და სხვა); შეძლონ საკუთარი ბიზნესის ფინანსური და მომხმარებლების ანალიზი; გაზარდონ გაყიდვები ან მიაღწიონ სხვა ბიზნეს მიზნებს Ads Manager-ის დახმარებით და საკუთარ ციფრულ პლატფორმებში შეძლონ საბანკო სერვისების ინტეგრირება API Manager-ის საშუალებით. 

ვფიქრობ, ნებისმიერი ბიზნესისთვის, ვისთვისაც განვითარება და საოპერაციო ეფექტურობა მნიშვნელოვანია, ეს ციფრული პლატფორმა ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი უნდა გახდეს.

M: საინტერესოა, იდეა რაიმე საჭიროებიდან წამოვიდა თუ რაღაც ინოვაციურის შეთავაზება უნდოდა საქართველოს ბანკს მომხმარებლებისთვის?

ძალიან მარტივად მოხდა ამ პროდუქტამდე მისვლა, ბიზნეს მომხმარებლებისგან მუდმივად ვიღებდით უკუკავშირს სხვადასხვა საჭიროებასთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულება ცალკეულად ცდილობს მათზე მორგებას, მაგრამ გაგვიმართლა — ეს საჭიროებები ერთად შევკარით, ერთიანად შევხედეთ/დავაკავშირეთ ერთმანეთს და დავინახეთ ციფრული პლატფორმა, რომელიც განვითარების თითოეულ ეტაპზე სრულად დაფარავდა ბიზნესის საჭიროებებს.

M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით? თუ აპირებთ ბიზნეს მენეჯერის კიდევ უფრო მეტად განვითარებას?

ბიზნეს მენეჯერი მუდმივად განვითარდება, ეს არ არის ერთჯერადი პროექტი. გვსურს, უფრო მეტი ციფრული ინსტრუმენტი მივცეთ ერთიან სივრცეში ბიზნესებს, რათა მეტად გავუმარტივოთ ყოველდღიური რუტინული საქმიანობა და ამავდროულად, მივცეთ ხელსაწყო, რომელიც ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ.

ევროკავშირის მხარდაჭერით, „პრო ბონო მარათონი 2023“-ის ფარგლებში, კერძო სექტორი თავისი ექსპერტიზით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაში ჩაერთო

JWST-მ ცეცხლოვანი სპირალური გალაქტიკის ფოტო გადაიღო