in

რატომ უნდა ისწავლებოდეს ბიზნეს სკოლებში ექსპერიმენტირების კულტურა?

ყველანაირ პროფესიულ ასპარეზზე, ზუსტი და საიმედო შედეგების მისაღებად, სწორედ ექსპერიმენტებს ვეყრდნობით

კომპანიების მიერ გადაწყვეტილებების მიღების გზაზე მრავალი ფუნდამენტური ცვლილება ხდება. ტრადიციულად, ექსპერიმენტები და სამეცნიერო მეთოდების დაცვა მეცნიერთა პრეროგატივად ითვლებოდა, თუმცა მრეწველობის მენეჯერები აქტიურად მიმართავენ ექსპერიმენტების კულტურას.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მაგალითად, Microsoft-ის Bing-ში პროდუქტის ცვლილებების დაახლოებით 80% თავდაპირველად მიჩნეულია, როგორც კონტროლირებადი ექსპერიმენტები. eBay კი ყოველწლიურად მილიონობით დოლარს გამოყოფს რეკლამირებისთვის – ამ გადაწყვეტილებამდე კომპანია მარტივი შიდა გამოკვლევის გზით მივიდა, რომლის თანახმადაც ფასიანი საძიებო რეკლამების ყიდვა მისთვის მომგებიანი სულაც არ არის. ხოლო Google იმის დასადგენად ატარებს ექსპერიმენტებს, თუ ინტერვიუზე რომელი კითხვებია სამუშაოს შესრულების ხარისხთან ადეკვატური. შემდეგ კი მიღებული პასუხების მიხედვით წყვეტს, რომელი მათგანი იქნება “სწორი” კანდიდატი.

მომხმარებლის მონაცემების მასიური რაოდენობის ხელმისაწვდომობამ, გამოთვლითი ენერგიის გაუმჯობესებამ და იმ ფაქტმა, რომ შემთხვევითი რიცხვების გენერატორის გამოყენება ახლა ბევრად ხელმისაწვდომია, ვიდრე ოდესმე, შესანიშნავი პირობები შექმნა ბიზნესის “ექსპერიმენტული რევოლუციის” განვითარებისთვის. ეს ფაქტორი კი მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესი სულ უფრო მეტად მოითხოვს მოქმედი მონაცემების სიცხადეს.

ექსპერიმენტის სახე

ექსპერიმენტების ღირებულება არასამეცნიერო ორგანიზაციებში საკმაოდ მაღალია. იმის ნაცვლად, რომ ყველა მცირე თუ დიდი საკითხის გადასაჭრელად მენეჯერები მოიწვიონ, უმჯობესი იქნება, გუნდებმა თავად აწარმოონ ექსპერიმენტები – მიღებული, რეალური მონაცემებით გაზომონ თუნდაც ინტერესის დონე და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ. ამასთან, მონაცემები ე. წ. ხელშესახებ შედეგებს იძლევა, რომელთა მეშვეობითაც დაინტერესებული მხარეებისთვის პროგრესისა და ანგარიშვალდებულების დემონსტრირებაა შესაძლებელი.

ექსპერიმენტები ხელს უწყობს ინოვაციებს. მათი გამოყენებით ნათელი ხდება კონცეფციის მთავარი გზა და ახალი იდეებისადმი ნდობის ხარისხი ისაზღვრება. ამგვარად ორგანიზაციების წარმომადგენლები უფრო მეტი რისკის გაღებამდე და მასშტაბების გაფართოებამდე, ექსპერიმენტების შედეგებზე დაყრდნობით ობიექტურად მოქმედებენ.

ასევე, ექსპერიმენტმა, შესაძლოა, გაუმართავი ინტუიციის, არაზუსტი დაშვებების ან ზედმეტი თავდაჯერებულობის კორექტირება უზრუნველყოს. მოკლედ რომ ვთქვათ, აღნიშნული სამეცნიერო მეთოდი ოქროს სტანდარტს წარმოადგენს მიკერძოებულობასთან საბრძოლველად და ადეკვატური პასუხების მისაღებად.

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ უფრო და უფრო მეტი კომპანია ნერგავს ექსპერიმენტების კულტურას, მათ წინაშე მთავარი გამოწვევა დგას: ნიჭი! ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ ექსპერიმენტების ჩატარება საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ზოგიერთი გამოწვევა სპეციალურ სტატისტიკურ ცოდნას საჭიროებს და საკმარისი არ არის მხოლოდ გარკვეული უნარების ფლობა. ნაწილობრივ აქედან გამომდინარეობს ექსპერიმენტების განმეორებით ჩატარების აუცილებლობაც, რომელიც უწინდელ ცოდნასა და საკითხის უფრო ღრმად გააზრებაზე იქნება დაფუძნებული.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მენეჯერებმა უგულებელყონ თავიანთი ინტუიცია, როდესაც მონაცემები მათ საპირისპიროზე მეტყველებს. ამის სანაცვლოდ, საკუთარი უნარების იერარქიასა და ბიუროკრატიაში ნავიგაციისკენ მიმართვა უმჯობესი იქნება.

როგორც აღმოჩნდა, მრავალი კომპანია ამ კუთხით დოქტორანტთა ჯგუფს მიმართავს, რადგან აკადემიური წრეების ბაზრის შემცირებამ სადოქტორო მეცნიერება უფრო გაააქტიურა. ამის პარალელურად არიან კომპანიები, რომლებშიც თანამშრომლებს ინდუსტრიის სპეციფიკურ მეთოდოლოგიებთან დაკავშირებულ ტრენინგებს უტარებენ.

მოკლედ რომ ვთქვათ, დღეისათვის კომპანიები ეძებენ ადამიანს, ვისაც ეს ყველაფერი შეუძლია – ექსპერიმენტების შემუშავება და ჩატარება, ციფრებთან დაკავშირებული ცოდნის გამოყენება შედეგების ინტერპრეტაციისთვის, ინტერპერსონალური უნარ-ჩვევების გამოყენება მონაცემებზე დაფუძნებული ცვლილებების მისაღწევად და მთელი გუნდის შთაგონება თუ მოტივაციის მიცემა.

ექსპერიმენტების განხორციელება ბიზნეს სკოლებში

ზოგიერთ ბიზნეს სკოლაში ექსპერიმენტების ჩატარება შეზღუდულია. მაგალითად, პროფესორები, რომლებიც მარკეტინგის კურსებს ხელმძღვანელობენ, ხშირად აშუქებენ A/B ტესტირების ძირითად ფორმებს – მაგალითად, აანალიზებენ რამდენად ეფექტური იყო კონკრეტული რეკლამა და იმოქმედა თუ არა მან პროდუქტის გაყიდვების სტატისტიკაზე.

ამის პარალელურად, პროფესორების ნაწილი “Booking.com”-ის საქმესაც განიხილავენ, რომელსაც ექსპერიმენტების სამაგალითო კულტურა აქვს და თანამშრომლებს დღეში ასობით ექსპერიმენტის ჩატარების საშუალებას აძლევს. გარდა ამ კულტურისა, საქმე ეხება პრაქტიკული ელემენტებისა და სპეციფიკური ტერმინოლოგიის სწავლებას.

ასევე, იუტას უნივერსიტეტში არსებობს ექსპერიმენტების კლასი, სახელწოდებით ორგანიზაციების მენეჯმენტი და წამყვანი ორგანიზაცია PMBA პროგრამაში. აქ სტუდენტებს ყოველწლიურად მოეთხოვებათ ჯგუფებად დაყოფა და ექსპერიმენტების ჩატარება, რომლებსაც შემდგომ მთელი კლასი განიხილავს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტი ექსპერიმენტის სწავლება ბიზნესისთვის არც დამახასიათებელია და არც ფართოდ გავრცელებული.

საგულისხმოა, რომ ისეთი დონის ექსპერიმენტების კურსი, როგორიცაა MBA (ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო), სამეცნიერო მეთოდიკის ფუნდამენტურ ასპექტებს უნდა შეიცავდეს, რომლებიც მოგვიანებით, შესაძლოა, კონკრეტული ფირმის ან ინდუსტრიის სპეციფიკას მოერგოს. კერძოდ, საფუძვლები მოიცავს:

  • როგორ ჩამოვაყალიბოთ შემოწმებადი, ფალსიფიცირებული კვლევითი კითხვები და დავამყაროთ უკვე ჩატარებულ ექსპერიმენტებზე.
  • როგორ ხდება კონსტრუქციის ოპერაციონალიზაცია და ამოცანების განსაზღვრა.
  • როგორ ვიფიქროთ პირობების შემთხვევით დაყოფაზე და ექსპერიმენტის ნამდვილობის საფრთხეებზე.
  • რატომ შეიძლება გამჭვირვალე სამუშაო პროცესმა უზრუნველყოს ჯანსაღი შემოწმება და ექსპერიმენტის მთლიანობის დაცვა.
  • როგორ გავაკეთოთ დასკვნითი სტატისტიკა.

საერთო ჯამში, როგორც კვლევები მოწმობს, სამი ძირითადი მოქმედებაა საჭირო და ისინი ბიზნესის სკოლებში ცხადად უნდა ისწავლებოდეს.

პირველ რიგში, პროფესორმა სტუდენტებს უნდა ასწავლოს, როგორ ხდება ნარატიული წყაროების სწრაფად მოპოვება და წინამორბედ ექსპერიმენტულ ნაშრომებზე დაყრდნობა. შემდგომ კი მრავალი სხვა რესურსის მსგავსად უნდა განმტკიცდეს.

მეორე – აუცილებელია სამეცნიერო მეთოდიკის სწავლება, თუ  როგორ უნდა ჩატარდეს ეფექტური ექსპერიმენტები ბიზნეს სამყაროში, თანამედროვე საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით.

დაბოლოს, სტუდენტებს მეთოდების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, რათა სწავლის პერიოდშივე გამოცადონ სიმულაციური სიტუაციები.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუკუნეების განმავლობაში, ყველანაირ პროფესიულ ასპარეზზე, ზუსტი და საიმედო შედეგების მისაღებად, სწორედ ექსპერიმენტებს ვეყრდნობოდით. დღეს კი, სწრაფი ცვლილებების ეპოქაში, ბიზნეს-ლიდერები უმეტესწილად, ინტუიციას ეყრდნობიან, რასაც ხშირად ნეგატიური დასასრული მოსდევს.

წყარო: HBR



სქულბუქის საერთაშორისო ბანაკი – იდეა, რომელიც უამრავი ბავშვის ზაფხულს შეცვლის

დაუმარცხებელი თამაში – მიხო სვიმონიშვილი