in

ალდაგის ექსპერიმენტული პროექტი სტუდენტებისთვის

26 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო რუმსში, სპეციალურად სტუდენტებისთვის ბიზნეს-თამაში სანდრო ჯეჯელავასთან ერთად გაიმართება. პროექტის მიზანია, დაეხმაროს სტუდენტებს, გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები ბიზნესში, გაყიდონ საკუთარი ცოდნა და იდეები ექსპერტებზე და მიიღონ რეალური მოგება.

ღონისძიებაზე დასწრება ყველას შეუძლია, ვისაც აქვს სურვილი ჩაერთოს ექსპერიმენტულ ბიზნეს-თამაშში და შეამოწმოს, აქვს თუ არა უნარები, რომელიც ბიზნესში წარმატებას სჭირდება. სტუდენტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ბმულზე და მიიღონ მონაწილეობა პროექტში.

სანდრო ჯეჯელავა, ტრენერი, სპიკერი, ბიზნესის კონსულტანტი:

როგორ უყურებთ ამ პროექტს, რამდენად საინტერესოა თქვენთვის ასეთი ტიპის ექსპერიმენტული თამაში სტუდენტების მონაწილეობით?

იდეა გაჩნდა ალდაგში და სიამოვნებით ჩავერთე. ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდების (უფროსკლასელების და სტუდენტების) დახმარებაა პროფესიული არჩევანის სწორად გაკეთებაში. ბედნიერი და წარმატებული პროფესიული ცხოვრების ერთ-ერთი წინაპირობა არის იმ საქმის სიყვარული, რასაც აკეთებ. ამას კიდევ სჭირდება, რომ წინასწარ, სანამ ღრმად შეაბიჯებ, იცოდე, რა მოგწონს და რა — არა. ჩემთვის ალდაგის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა არის შესაძლებლობა, სახალისო და სასარგებლო ფორმით დავეხმარო ადამიანებს „თავის თავის პოვნაში“.

როგორ ფიქრობთ, რა სარგებელს მიიღებენ სტუდენტები ამ ღონისძიებაში მონაწილეობით?:

ჩემი აზრით, ამ სრულიად უნიკალური ღონისძიების ყველა მონაწილე მიიღებს საინტერესო ინფორმაციას და პასუხს კითხვაზე, რომელიც, მგონი, ყველა ახალგაზრდას აწუხებს: „რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბიზნესი გავაკეთო და ფული ვიშოვო?“. ალდაგის ეს პრაქტიკუმი, ჩემი აზრით, უნიკალური შანსია, რადგან ბევრი სხვა სტუდენტური ღონისძიებისგან განსხვავებით, გულახდილად და პირდაპირ ბიზნესის გაკეთებაზე და ფულის შოვნაზე იქნება საუბარი. რაც შეეხება ალდაგს, ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთ კომპანიებს აქვთ ცოდნა, რესურსი და ძალა, რომ ახალგაზრდებს დაეხმარონ მაღალი ხარისხის ცოდნით და ინსტრუმენტებით სწორ გზაზე დადგომაში. მეორე სასიხარულო შესაძლებლობა, რა თქმა უნდა ისაა, რომ ერთ დღეს მონაწილე სტუდენტები ალდაგის ტემპში და სუპერ-დინამიკურ კულტურაში გაატარებენ.

[პარტნიორის კონტენტი]

3 რჩევა, რომელიც ვიდეო კონტენტის წარმოების დროს უნდა გაითვალისწინოთ

ახალი Audi SQ5-ის პირველადი შეფასება ტესტერებისგან