in

ბიზნესგაკვეთილები 2026 წლისთვის Airbnb-ს, Meta-ს, LinkedIn-ისა და სხვა კომპანიებისგან

საკმაოდ კრიზისული წელი გადავიტანეთ… გეოპოლიტიკა, ტარიფები, ტექნოლოგიები, ყველაფერი ერთდროულად შეიცვალა და არც გაჩერებას აპირებს. ამიტომ ახლა 3 ბიზნესგაკვეთილს შემოგთავაზებთ მომდევნო წლისთვის, რომელზეც Airbnb-ის ბრაიან ჩესკი, Runway-ის კრისტობალ ვალენსუელა, Meta-ს კლარა შიჰი, LinkedIn-ის ანიშ რამანი, Planned Parenthood-ის ალექსის მაკგილ ჯონსონი და National Women’s Soccer League-ის ჯესიკა ბერმანი საუბრობენ. პრაქტიკულ რჩევებს გვიზიარებენ, თუ როგორ ვაქციოთ ეს გაურკვევლობა ჩვენს უპირატესობად. 

გაკვეთილი ერთი: თუ ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, თქვენ უფრო სწრაფები უნდა იყოთ

ლიდერებისთვის ყველაზე რთული ასპექტი ამ ცვლილებების სიჩქარე იყო, მოლოდინებისა და პრაქტიკების ამ ტენდენციაზე მორგება. მათ შორის ხელოვნური ინტელექტიც მოიაზრება, რაზეც AI ვიდეო კომპანია Runway-ის წარმომადგენელი კრისტობალ ვალენსუელა გვიყვება. მისი მიდგომა მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციული ლიდერობისგან, უფრო ექსპერიმენტების მომხრეა და არა, კონკრეტული მიზნების, რის გამოც მისი გეგმაც კვირიდან კვირამდე იცვლება — ტექნოლოგიები თუ სწრაფად ვითარდება, მოგვიწევს, ამ ტემპს მხოლოდ ფეხი კი არ ავუწყოთ, არამედ გავასწროთ კიდეც.

გაკვეთილი ორი: AI სამყაროში ადამიანური კავშირები კონკურენტული უპირატესობაა

ხელოვნური ინტელექტი კი საკმაოდ ძლიერი ტექნოლოგიაა, მაგრამ არანაკლებია ადამიანური ფაქტორები, რომლებიც ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის აუცილებელ კომპონენტად გვევლინება. Airbnb-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს:

AI-ის ტერმინში, მნიშვნელოვანია სიტყვა ხელოვნური — ისეთ სამყაროში ვაპირებთ ცხოვრებას, სადაც რა არის ნამდვილი და რა, არა, მკაფიო აღარ არის. ხელოვნურის ანტონიმი კი ბუნებრივია, ნამდვილი, შესაბამისად, ეკრანის საპირისპირო რეალური სამყარო გახლავთ. ხოლო ადამიანებს რეალურ სამყაროში რეალური კავშირები სურთ. და რატომ გრძნობენ ახლა ისინი თავს ყველაზე მარტოსულად? რადგან იმ ადამიანებს უკავშირდებიან, რომელთაც არ იცნობენ, არც ინსტაგრამის მიმდევრები მოვლენ თქვენს დაკრძალვაზე… არავის შეუცვლია ვიღაცის ფიქრები იუთუბის კომენტარების სექციიდან და ახლა ძალიან მალე ისეთი სიტუაცია გვექნება, რომ AI გახდება ჩვენი მეგობარი. ამიტომაც საჭიროა ვისწრაფვოდეთ რეალურისკენ.

ამგვარად, ჩესკი ადამიანური ურთიერთობების მომხმრეა იქნება ეს სახლში დროის გატარებისა თუ სხვა გამოცდილებების მეშვეობით. მისთვის ამ ეპოქის გამოწვევები და შესაძლებლობები ადამიანურ არჩევანზეა დამოკიდებული. არჩევანი, რომელსაც ერთმანეთთან ურთიერთობისას ვაკეთებთ, განსაზღვრავს ლიდერებსა და ორგანიზაციებს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ AI ჩვენი ინტერაქციის გზებს ცვლის. 

LinkedIn-ის ანეშ რამარი კი ნეირომეცნიერების 5C-ს შეგვახსენებს: გამბედაობა, თანაგრძნობა, შემოქმედებითობა, ცნობისმოყვარეობა და კომუნიკაცია — უნარები, რომლებიც ადამიანებად გვაქცევს და განგვასხვავებს ცხოველებისგან. წელს კი ამ ყველაფრის ჩვენების დროა, რადგან AI სამყაროში ადამიანური კავშირები კონკურენტული უპირატესობაა.

გაკვეთილი სამი: ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მარტივია და სიმამაცეს მოითხოვს

როცა არამდგრადობის დონე მაღალია, მისიის სიცხადე ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. ზოგიერთისთვის ეს წნეხი ღირებული შემახსენებელია იმისა, თუ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი… აქ Airbnb-ის ჩესკის მიერ განხილული ჩარჩო უნდა გაგიზიაროთ, რომელსაც თავად პრინციპული გადაწყვეტილებების ბიზნესგადაწყვეტილებებთან შეპირისპირებად მოიხსენიებს — არჩევნად, რომლითაც მაშინაც კი იამაყებთ, როცა რაღაცები თქვენი სურვილების მიხედვით არ წავა… 

ჯესიკა ბერმანი კი გვეუბნება, რომ თითოეული გაკვეთილი, რომელიც ლიდერობისას დაგჭირდებათ, ჯერ კიდევ მაშინ ისწავლეთ, როცა 5 წლის იყავით. ეს შესანიშნავი ანალოგია ადამიანებისთვის, რათა ჰუმანური გახადონ და გაამარტივონ ხშირად რთულად სათქმელი ან კომპლექსური კონცეფციები, რომლებიც რეალურად ინტერპერსონალურია. მოკლედ რომ ვთქვათ, ასე ირიბად გვეუბნება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ხშირად იმაზე უფრო მარტივია, ვიდრე თავად გვგონია, უბრალოდ სიმამაცე უნდა გამოვიჩინოთ.

შეხვდით ახალ წელს კოხტა ბაკურიანში ქართველ მუსიკოსებთან ერთად – ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa

„დედამ თქვა, რომ სანტა წელს არ მოვა“ — სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები და ახალი წელი Action for Children-ის კამპანიაში