29
Oct
2018

პროექტი „დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად” ნაკადის მიღებას იწყებს

29 Oct 2018

ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული პირებისთვის, ტექნოპარკი პროექტს „დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად” აგრძელებს. პროქტზე მეექვსე ნაკადის მიღება უკვე დაიწყო და 4 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

პროექტი ორი წლის განმავლობაში 5 ეტაპად ჩატარდა და 80-მდე გუნდმა მიიღო მონაწილეობა. მათი დიდი ნაწილი დღემდე ოპერირებს ქართულ და უცხოურ ბაზარზე, ხოლო ათამდე სტარტაპი უკვე საკუთარი დანადგარით აგრძელებს საქმიანობას. პროექტის მიზანია, საქართველოში გაჩნდეს უფრო  მეტი ინოვაციური სტარტაპი და  მოქალაქეებს მიეცეს საშუალება, იდეა აქციონ რეალურ ბიზნესად. ეს კი შემდგომში ხელს შეუწყობს მცირე წარმოებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ქვეყანაში“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ორგანიზატორების თქმით, ონლაინ რეგისტრაციის შემდეგ, პროექტის საწყის ეტაპზე შეირჩევა რამდენიმე გუნდი, რომელიც  ფაბლაბში  სხვადასხვა პროდუქტს შექმნის. მონაწილე გუნდებს, პროდუქტის შექმნისას შეეძლებათ ტექნოპარკის ფაბლაბში არსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარების გამოყენება. დაახლოებით, 2 თვეში ფაბლაბის სპეციალისტების დახმარებით, ვექტორული გრაფიკის და დანადგარების შემსწავლელი ტრენინგებით, მონაწილეები შეძლებენ განავითარონ იდეა სწორი მიმართულებით, უკვე საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით შექმნან პირველი პროდუქცია და დაიწყონ ბიზნესი. პროგრამის დასკვნით ეტაპზე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს იდეის მქონე გუნდებს, დატესტონ საკუთარი პროდუქტი ბაზარზე და მიიღონ პირველი შეფასება მომხმარებლისგან.

 

განხილვა