in

გააზრება, გაცნობიერება, გაგება – ბიზნესის ახალი პარადიგმა

nikoloz markozashvili
M2
M2

საყოველთაოდ აღიარებულ მეოცე საუკუნის გამოჩენილ ფილოსოფოსის   მარტინ ჰაიდეგერის  წიგნის რა არის ფიქრი პირველი ნაწილის ლაიტმოტივს წარმოადგენს  შემდეგი წინადადება:

 «ჩვენ  საეჭვო დროში  გააზრების  მოწოდება  არის ის, რაზეც  ჯერ  არ  გვიფიქრია.“

მოწოდება ავტორის გააზრების  შედეგია. ამასთან ის თითქოს მოუწოდებს  მკითხველს  დაფიქრდეს  მის მიერ  უკვე  გააზრებულ თემაზე. შესაძლოა სწორედ ასეთი მიდგომა  უნდა  ედოს საფუძვლად სწავლების პროცესს.

ადამიანის ფიქრის უნიკალური უნარი ჯერ არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ ადამიანს შეუძლია უპასუხოს მოწოდებას “იფიქრე!”

იმისათვის, რომ ვნახოთ, როგორ მუშაობს ჰაიდეგერის გამონათქვამი კონკრენტულ სიტუაციებში განვიხილოთილუსტრაციის”  სახით  შემდეგი მაგალითი.

დავუშვათ, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ თამაშის წესებში შეიტანა შემდეგი ცვლილება:

შორი მანძილიდან ზუსტი  ტყორცნა  ფასდება   6 ქულით   (3 ქულის  მაგივრად)

საეჭვო დრო ნიშნავს გარემოში მომხდარ ცვლილებებს (ამ  შემთხვევაში – თამაშის წესებში შეტანილ ცვლილებას).  ზუსტად ეს ცვლილება მოუწოდებს გუნდების მწვრთნელებს გაიაზრონ ის და შედეგად მივიდნენ დასკვნამდე  როგორ ააწყონ გუნდის თამაში ახალ პირობებში.

რატომ მაინც და მაინც  ეს ცვლილება  შეიტანა  ასოციაციამ  წესებში?  რა არ  მოეწონა არსებულ წესებში? განვიხილოთ  ერთ-ერთი  შესაძლო  ვარიანტი.  არსებული წესების დროს  ქულათა  უმრავლესობას  გუნდი ღებულობს არა  შორი დისტანციიდან (3 ქულა არასაკმარისი ჯილდოა).  ამიტომ აქ  (როგორც  შეტევაში, ისევე  დაცვაში) განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია  მოთამაშეთა  სიმაღლე.  გარდა ამისა, სტაბილურად ბურთის ჩაგდება შორი  მანძილიდან  უფრო  რთულია. აღსანიშნავია, რომ ტანმორჩილი კალათბურთელები, როგორც  წესი, უკეთესად ტყორცნიან  შორიდან და ამავე  დროს უფრო  სწრაფებიც  არიან.

მაშასადამე, აქვს  აზრი   მეტი ყურადღება  დავუთმოთ  შორი მანძილიდან ტყორცნების ორგანიზებას. ეს კი  პირდაპირ უკავშირდება შესაბამისი  შემსურებლების შერჩევას.

მოუწოდო  არ  ნიშნავს  უბრძანო. მიდგომის გადასინჯვაზე  უარის  თქმა ახალი სიტუაციის გააზრების  შედეგია. პასუხისმგებლობა მთლიანად  მწვრთნელზეა. რატომ? იმიტომ, რომ ფიქრის უნარი Homo Sapiens-ის სპეციფიკური და უნიკალური  თვისებაა. ამიტომ მწვრთნელს არ შეუძლია  უარი თქვას ფიქრზე, მაგრამ, ამავე დროს, შეუძლია არ  შეიტანოს ცვლილება გუნდის თამაშში.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მწვრთნელს   გააჩნია თამაშზე თავისი  წარმოდგენა. შესაბამისად,  ისინი ერთნაირად არ აღიქვამენ ახალ სიტუაციას და გააზრების შედეგად იღებენ  განსხვავებულ   გადაწყვეტილებებს.

უნდა ვაღიაროთ, რომ გადაწყვეტილების მიღება, საზოგადოდ,  შეუძლებელია აღქმული ინფორმაციის  გარეშე. საწყისი მოწოდება კი ყოველთვის მოდის გადაწყვეტილების მიმღები პირის მიმართ არსებულ გარემოდან.

მეორე მაგალითი ეხება ბიზნესის ახალ პარადიგმას.

„პარადიგმის“ ქვეშ  გვესმის საყოველთაოდ მიღებული  წარმოდგენები, რომლებიც გარკვეული პერიოდის  განმავლობაში განსაზღვრავენ  გადაწყვეტილების მიღების მოდელს.

ორგანიზაციებს  შორის ადგილი აქვს კონკურენციას, რომლის სიმძაფრე დამოკიდებულია გარემოში მომხდარ ცვლილებებზე, რომლებიც თავისმხრივ ძიითადად  განისაზღვრებიან  დარგის ტექნოლოგიური განვითარებით:

ტექნოლოგიური განვითარება გარემოს ცვლილების სიჩქარე  კონკურენციის  სიმძაფრე

წარმატებული ბიზნეს-ორგანიზაცია  ან  სრულყოფს არსებულ ტექნოლოგიას, ან  შემოაქვს  ახალი.

ყველა ვარიანტში ორგანიზაციამ  “თვალი უნდა ადევნოს” გარემოს  ცვლილებებს და საჭიროების  შემთხვევაში დროულად განახორციელოს რეაგირება ორგანიზაციაში შესაბამისი  ცვლილებების  შეტანის  გზით.

ილუსტრაციის სახით  ჩავატაროთ შემდეგი  მსჯელობა.  ყველაფერი, რაც  დაკავშირებულია  გარემოსთან  ასე თუ ისე ეხება ორგანიზაციის მარკეტინგის სამსახურს.

ერთ საბაზრო სეგმენტზე მოქმედი ორი ორგანიზაცია შეიძლება არ თვლიდნენ ერთმანეთს კონკურენტებად. ეს არ ჩანდა ძველი პარადიგმის პირობებში და  გახდა ახალ  პარადიგმაზე  გადასვლის ერთ-ერთი  მიზეზი.

მიზეზი  აქ  ტექნოლოგიურ პროგრესშია. ჩვენ დღეს ე.წ. ინფორმაციულ  ეპოქაში ვცხოვრობთ. ინფორმაციამ კი “არ იცის” დარგობრივი საზღვრები. ამიტომ  ერთ დარგში ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინოვაცია, როგორც წესი, შეიძლება “გადავიტანოთ” სხვა დარგში.

ერთია კარგად ერკვეოდე დარგში, რომელშიც ფუნქციონირებს შენი ორგანიზაცია, და სულ  სხვაა – ხედავდე შესაძლო (მომავალში) საფრთხეებს სხვა დარგებში მოქმედ  ორგანიზაციებისგან.

აქ  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროული რეაგირება დარგში მომხდარ ცვლილებებზე. ეს  კი  დამოკიდებულია ორგანიზაციის შიდა “მოწყობაზე”, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად  შეუძლია  გადაწყვეტილებების  მიღება.

ინოვაციების ნაკადი ითხოვს ორგანიზაციისგან განსაკუთრებულ ყურადღებას კადრების  შერჩევის  მიმართ. ბიზნესის ახალი პარადიგმის  დროს რეალურად  მოქმედებს წესი “კადრები  წყვეტენ  ყველაფერს!” 

ორგანიზაციაში მომუშვე ადამიანები ბუნებით შემოქმედი  პოროვნებები  უნდა  იყვნენ. კრიტერიუმი, ერთი  შეხედვით,  მარტივია: “უნდა და შეუძლია”.

აღსანიშნავია, რომ შეიძლება  ყოველ პოზიციაზე  ავიყვანოთ ადამიანი პრინციპით “უნდა  და  შეუძლია”,  მაგრამ ორგანიზაციის  ეფექტიანობა  არ  გაიზარდოს. მეტიც, შეიძლება   სხვა კომპანიამ  მიაღწიოს  წარმატებას  თქვენი იდეის  გამოყენებით.

ტრადიციულ იერარქიულ ორგსტრუქტურაზე უარის თქმა  ყოველთვის ნიშნავს  გადაწყვეტილებების  მიღების დეცენტრალიზაციას,  რომელიც ხორციელდება უფლებამოსილების დელეგირების  გზით.

ახალ პარადიგმაში პასუხისმგებელია ის მენეჯერი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება.

შემოქმედი პიროვნებები  თავისი ბუნებით  ინდივიდუალისტები არიან, ახალი  პარადიგმის  პირობებში მოთხოვნა ასეთ ადამიანებზე  ჯერ-ჯერობით  არსებითად აღემატება  მიწოდებას.

ჯერ კიდევ ბუდა ( V საუკუნე ჩ.წ.ა.) გვირჩევდა: გიყვარდეთ  საკუთარი  თავი. და თვალყური ადევნეთ, ადევნეთ, ადევნეთ....” ამასთან, ეგოიზმი გამორიცხულია. მაგრამ რა  რჩება მაშინ – თუ საკუთარი თავის მიმართ სიყვარულიდან გამოირიცხა  ეგოიზმი… პიროვნული განვითარება!  ხვალ ვიცი მეტი, ვიდრე დღეს. და პიროვნება მიდის ორგანიზაციაში რადგან  თვლის,  რომ იქ  მუშაობა ხელს შეუწყობს მის  პიროვნულ გაბვითარებას. მე ამას ვეძახი  ორგანიზაციის  და პიროვნების ინტრესთა თანხვედრას… ასეთი ადამიანების  ორგანიზაციაში აყვანით, ვქმნით საერთო ინტერესთა “ველს”, ანუ გუნდს.

 

     “ორგანიზაციაში, რომელშიც შექმნილია ურთიერთ  ნდობის  და  პატივისცემის ატმოსფერო ყველა კონფლიქტი კონსტრუქციული იქნება.” 

ყველაფერი, რაც ითქვა ბიზნესის ახალ პარადიგმაზე ხდება მარტინ ჰაიდეგერის მოსაზრების მოქმედების “ზონაში”:

თითოეული ადამიანი ღებულობს მოწოდებას (და არა ბრძანებას) “გაიაზრე!”  ის, რაზეც ჯერ არ გიფიქრია (გარემო შეიცვალა!). ცვლილებების გაზრდილი ინტენსიურობის დღევანდელ  საეჭვო დროში.

ბიზნეს სკოლა ESM- ში  სწავლების ზოგადი სქემა  იყო შემდეგი:

ხედვა ანალიზი  გადაწყვეტლების მიღება პრაქტიკული რეალიზება.

ეს შეესაბამებოდა მაშინდელ გარემოს (ბიზნესის „ძველ“ პარადიგმას). დღეს  სიტუაცია  ტექნოლოგიურმა განვითარებამ და ინფორმაციულმა ველმა მკვეთრად შეიცვალა.

ინფორმაციის  ნაკადი→აღქმა→ანალიზი→გადაწყვეტილების მიღება→რეალიზება.

ადამიანები განსხვავდებიან აღქმით  და „მოძრაობენ“ პიროვნული განვითარების მიმართულებით. აქ  ბევრი  რამ  ითხოვს  დეტალურ  განხილვას. განვითარება და განათლება ერთი მედლის ორი მხარეა. არსებული განათლების სისტემა (მსოფლიო მასშტაბითაც კი) ვერ პასუხობს განვითარების მიმართ დღევანდელ მოთხოვნებს.

ეს განსაკუთრებულად აქტუალურია ბიზნეს-განათლებაში, რადგან  აქ კურსდამთავრებულებმა უნდა იცოდნენ არა მარტო ის რაც ხდება დღეს  და ხდებოდა გუშინ, არამედ  გარკვეული აზრით დროსაც გაუსწრონ.

 

იფიქრე!

  1. გააზრება, გაცნობიერება, გაგება

თქვენი აზრით, რა აქვთ საერთო და რით განსხვავდებიან ეს 3 გა– ტერმინი?

2. მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ფრიდრიხ ნიცშე წერდა:  “უდაბნო  ფართოვდება. უბედურია ის ადამიანი, რომელსაც  თავის  თავში  მოაქვს უდაბნო.”
თქვენი  აზრით, როგორ  შეიძლება გავიგოთ  ეს სიტყვები?

ავტორი: ნიკოლოზ მარკოზაშვილი

ახლო მომავალში ვაპირებთ online კურსის “მენეჯმენტი ბიზნესის ახალი პარადიგმის პირობებში” ჩატარებას. თუ ამ საკითხებმა დაგაინტერესად, მოგვაწოდეთ საკონტაქტო ინფორმაცია (იგივე ფორმით- სახელი, გვარი + e-mail. ტელეფონი ამ ეტაპზე აუცილებელი არ არის).
მაშინ ჩვენ (როდესაც ზუსტად გვეცოდინება) პერსონალურად გამოგიგზავნით ინფორმაციას კურსზე და სურვილის შემთხვევაში გექნებათ საშუალება გაიაროთ რეგისტრაცია.

საკონტაქტო ინფორმაცია: ნიკოლოზ მარკოზაშვილი [email protected]

აკაკი რაზმაძე: „ცოტა უცნაურია, როცა იცი, რომ ყველას ჯიბით დააქვს შენი შექმნილი დიზაინის ნიმუშები“

BTU ფინტექის მიმართულებით ჰაკათონს, „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით ჩაატარებს