ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ბიზნესის წამოწყება მარტივი საქმე არ არის. განსაკუთრებით რთულია, თუ ყველაფრის გაკეთება თავიდან ბოლომდე გიწევთ.
ამ სტატიაში მოგიყვებით, რა გამოწვევები აქვს მცირე ბიზნესს და როგორ უნდა აირიდოთ ისინი თავიდან.
იდეის ფორმირება
ყველა ბიზნესი იდეით იწყება, ამიტომ იფიქრეთ იმაზე, რისი კეთება მოგწონთ. გაითვალისწინეთ, რომ ბიზნესიდეა აუცილებლად იმ თემას უნდა მოიცავდეს, რისი კეთებაც თქვენ გსიამოვნებთ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ძალიან გაგიჭირდებათ დიდი დატვირთვით ამ იდეაზე მუშაობა.
წარმატებული ბიზნესიდეები იბადება აუცილებლობის გამო. ისინი ან აკმაყოფილებენ ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, უზრუნველყოფენ გამოსავალს ან გვთავაზობენ ღირებულ პროდუქტს.
გამოიკვლიეთ აუდიტორია
სანამ ბიზნესის შენებას დაიწყებთ, ყურადღებით უნდა შეისწავლოთ სამიზნე აუდიტორია და გაიგოთ, რამდენად სჭირდებათ მათ თქვენ მიერ შეთავაზებული პროდუქტი. უნდა დასვათ რამდენიმე კითხვა და გაარკვიოთ:
- ვინ არიან თქვენი პოტენციური მომხმარებლები
- რა უყვართ მათ
- რომელ ციფრულ პლატფორმებს იყენებენ
შექმენით ბიზნესგეგმა
ბიზნესგეგმის ქონა მრავალ სარგებელს გვთავაზობს. პირველ რიგში, ის ასახავს, თუ როგორ იმუშავებს თქვენი ბიზნესი, რაც მეტ სიცხადეს მოგცემთ, როგორც ბიზნესის მფლობელს.
გარდა ამისა, ბიზნესგეგმა აუცილებელია, თუ საკუთარი იდეის ინვესტორების წინაშე წარდგენას აპირებ. ბიზნესგეგმა აუცილებლად უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:
- რა პრობლემას ჭრის ბიზნესი
- რა ეღირება თქვენი პროდუქტი
- ვის მოიაზრებთ პოტენციურ მომხმარებლებად
- რომელ მარკეტინგულ სტრატეგიებს გამოიყენებთ
- დაახლოებით რამდენ ხანში ელოდებით მოგებას
ბიზნესის სახელწოდება
კარგი სახელი ასახავს თქვენს ბიზნესიდენტობას. ის უნდა იყოს დასამახსოვრებელი და შეესაბამებოდეს თქვენს სამიზნე აუდიტორიასაც. ის უნდა გამოჩნდეს თქვენს ვებსაიტზე, სავიზიტო ბარათებზე, სოციალური მედიის პლატფორმებზე და სხვა. ამიტომ სწორი ბიზნესსახელის ასარჩევად კრეატიულობა და ბაზრის კვლევაა საჭირო.
შექმენით თქვენი ბიზნესი
ზემოთ გავლილი ნაბიჯების შემდგომ უკვე დროა, ბიზნესიც დაიწყოთ. დარწმუნდით, რომ პროდუქტი ან სერვისი, რომელსაც სთავაზობთ მომხმარებელს, საკანონმდებლო მოთხოვნებს შეესაბამება.
დააორგანიზეთ გადახდების, ჯავშნების და სხვა ნებისმიერი სისტემა, რომელიც გჭირდებათ ბიზნესში.
შეიმუშავეთ ბრენდისა და მარკეტინგული სტრატეგია
თქვენი ბრენდი არის მიზეზი, რის გამოც ვიღაც ყიდულობს თქვენგან. ეს არის თქვენი ბიზნესის ემოციური ელემენტი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებს ემოციური რეაგირებისკენ. მომხმარებლებთან დამაკავშირებელი ბრენდის შესაქმნელად დაგჭირდებათ რამდენიმე პუნქტის გათვალისწინება:
- იცოდე, ვინ ხარ და რას ყიდი
- რა არის შენი მისია
- რა ღირებულებები აქვს შენს ბრენდს და რას ჰპირდები მომხმარებელს
- რა არის შენი უნიკალური წინადადება, რის გამოც მომხმარებელმა სწორედ შენ უნდა აგირჩიოს
- ბრენდის ისტორია, ანუ რატომ აკეთებ იმას, რასაც აკეთებ
- ბრენდის ხმა, ტონი და ენა, რომელსაც გამოიყენებ კლიენტებთან კომუნიკაციისთვის
- ვიზუალური ბრენდის იდენტობა: ლოგო და ბრენდბუქი
ოფიციალური ჩაშვება
არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი ბიზნესი ონლაინ არის თუ ოფლაინ, აუცილებლად უნდა გქონდეთ სტრატეგია ბიზნესისთვის იდეალური სივრცის შესაქმნელად. აქვე, არ დაგავიწყდეთ, რომ მაშინაც, თუ ფიზიკური სივრცე გაქვთ, ონლაინაქტიურობა არ უნდა დაივიწყოთ და ციფრულ არხებშიც უნდა ჩაუშვათ თქვენი ბიზნესი.