in

როგორ განვავითაროთ ბიზნესი 2024 წელს? — 7 რჩევა

ახალი წელი კი უნიკალურ გამოწვევებს უკავშირდება, მაგრამ არსებული ბრიფების დახვეწის, ახალი მომხმარებლების მოზიდვის, იმ ხელსაწყოებისა და სტრატეგიების გაუმჯობესების ამოცანა, რომელიც ბიზნესის ზრდას უზრუნველყოფს, კვლავ ჩვენ წინაშეა… ეს დარგის სპეციალისტებმაც იციან, ამიტომ 2024 წლისთვის 7 რჩევას გვიზიარებენ:

1. პრიორიტეტი მიანიჭეთ ორგანიზაციულ ჰიგიენას

ორგანიზაციული დისციპლინის ქონა მასში ჩართული ყველა ადამიანისთვის ნაკლებ სტრესს ნიშნავს და შთაბეჭდილებების მოხდენის ალბათობასაც ზრდის, რომ აღარაფერი ვთქვათ არსებული პერსპექტივების შეცვლაზე…

დასაწყისიდან დასასრულამდე ჰიპერორგანიზებული მიდგომის ქონა უზრუნველყოფს სიცხადეს ყველა ჩართულ პირს შორის, რაც მოიცავს მათი პოზიციების გააზრებას, დედლაინების დაკმაყოფილებასა და თანამშრომლობის იმ მომენტებს, რომლებიც აუცილებელია კარგი კოორდინაციისთვის, — აცხადებს გაბრიელ პარკერი, Omnicom Group-ის ზრდის მენეჯერი. 

2. ჩართეთ ყველა საქმეში

OMG UK-ის მარკეტერი სარა დეივისი გვეუბნება, რომ IT გუნდიდან დაწყებული ქეითერინგის სერვისებამდე, ყველა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთლიანი პროცესის შეუფერხებლად წარმართვაში — ყოველთვის მზად უნდა იყოთ შესაძლო შემთხვევებისთვის და იმის მოლოდინიც კი გქონდეთ, რაც მოულოდნელია, ბოლო წამს შეცვლილი მოთხოვნებისთვისაც მზად უნდა იყოთ. მთავარია, იცოდეთ, ვის უნდა ესაუბროთ მსგავს სიტუაციებში

3. გაამარტივეთ

მარკეტერებს ძალიან ბევრი საქმის შესრულება უწევთ, მათი დრო და ყურადღება ძვირფასია… ეს სულ უნდა გახსოვდეთ და ამის გათვალისწინებით, თქვენი დავალებებიც მათ რაც შეიძლება მარტივად უნდა მიაწოდოთ.

4. იყავით ცნობისმოყვარე

ბიზნესის განვითარების სპეციალისტებისთვის ცნობისმოყვარეობა მნიშვნელოვანი თვისებაა. ეს უნდა გამოიხატებოდეს ისეთი კითხვების დასმაში, რომლებიც მომხმარებლის მოტივაციის გაგებაში დაგეხმარებათ. მოიცავს ისეთ პერსონალურ მიზნებსაც, როგორებიცაა კარიერული წინსვლა და სწავლის შესაძლებლობები. 

ხშირად გამოსავლის შეთავაზებას იმდენად ვჩქარობთ, რომ ნამდვილი საჭიროებები შეუმჩნევლად გვრჩება. KPI-ები კი მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი მომხმარებლების საჭიროებების სიღრმისეული გაანალიზების საშუალებას არ გვაძლევს, რომლებზეც ხშირად არც საუბრობენ. ყველას სურს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის ზრდაში, მაგრამ ეს ყოველთვის არ არის გადაწყვეტილებებისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა, — განმარტავს დომ მერნოკი, Engage Interactive-ის კომერციული ხელმძღვანელი. 

5. განასხვავეთ თქვენი სააგენტო სხვებისგან მარკეტინგის მეშვეობით

თქვენმა სააგენტომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ ყურადღება მიიპყროს. ეს გულისხმობს საკუთარი თავის რეკლამირებას მრავალფეროვანი არხებისა და ტაქტიკების გამოყენებით. Cactus Consultants მმართველი პარტნიორი დან არჩერი გვირჩევს: შექმენით ინტერესი და არ გაყიდოთ. ფოკუსირდით ინტერესის შექმნაზე თქვენი მარკეტინგული აქტივობებით და შემდგომში გაზომეთ იგი”.

6. აქციეთ სწავლა გუნდის პრიორიტეტად

არ აქვს მნიშვნელობა, ეს წაგებაა თუ მოგება, იგი ყველას აწვდის ინსაითებს, თუ რა უნდა გააუმჯობესონ. უკუკავშირი კი აქ თქვენ მეგობარს წარმოადგენს. ამიტომ, გუნდშიც მუდმივი სწავლების პრაქტიკა უნდა დანერგოთ.

დააკვირდით, რამ იმუშავა კარგად წარსულში და რამ, არა, როგორ გაუმკლავდით და რატომ ვერ მოახერხეთ რაღაც. ასე სწრაფადვე გახდებით პერსონალის ყველაზე ღირებული წევრი, — ამბობს სტივ გარსიდი TMW Unlimited-დან. 

7. იზრუნეთ ახალი ტალანტების მოზიდვაზე

და როგორ მივიღებთ მომავალში კარგ ბიზნესის განვითარების პრაქტიკოსებს, თუ ახალგაზრდებს არ მოვუყვებით კონკრეტულ თანამდებობასა და იმ კარიერულ შესაძლებლობებზე, რომლებიც ამ სფერომ შეიძლება, შესთავაზოს მათ?! სწორედ ამიტომ, წელს ამ საკითხზეც უნდა იზრუნოთ…

სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ 100%-იანი ზრდა 

,,ბაკურიანი” ბაკურიანიდან შენთვის!